საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
663

საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ

თეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 12:37:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროკურატურას მიმართავს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მეუღლე, რათა ორგანიზაციას საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

საია ასევე ითხოვს მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას.

ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ მუხლის კვალიფიკაცია უნდა იყოს სამსახურეობრივი გულგრილობა.

ამასთან, საია-ს ადვოკატის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება სამხრე კამერებთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას ეწინააღმდეგება.

„საია იცავს ოჯახის ინტერესებს. გუშინ პროკურატურამ თქვა, არ არსებობს კადრებიო, დღეს შსს ამბობს არსებობსო. ეს უფრო მეტ კითხვას აჩენს.

საკითხი დგას ასე - აქვს თუ არა პროკურატურას ასეთი კადრები. ვიდრე დადგა ფატალური შედეგი, ამის კადრები უნდა არსებობდეს",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი.

პროკურატურის ცნობით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ნუცუბიძის ფერდობზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობის რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასასრულს უახლოვდება. ნუცუბი
წაკითხვა
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილე
წაკითხვა
ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მ
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა