საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
533

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 13:32:00


სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, თუ რა მოხდა ჯარში.

"ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე", - აცხადებს პირველ არხთან სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თანამშრომლობის მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებლებთან გაფორმდა. &
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რ
წაკითხვა
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომის მსხვერპლთა ახლობლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომის მსხვერპლთა ახლობლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე.- იქ,, სადაც გმირები არიან დაკრძალული, 
წაკითხვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე  ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დღეს მას შემდეგ დატოვა, რაც შერეულ საავიაციო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში
წაკითხვა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა - საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა - საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.  
წაკითხვა
რა პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი სამხედროები და რას პასუხობს მათ თავდაცვის უწყება
რა პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი სამხედროები და რას პასუხობს მათ თავდაცვის უწყება
რამდენად ზრუნავს სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეებზე მას შემდეგ რაც ისინი შეიარაღებულ ძალებს ტოვებენ. 
წაკითხვა
სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმის შესახებ განხილვები პარლამენტში მიმდინარე წელს დაიწყება
სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმის შესახებ განხილვები პარლამენტში მიმდინარე წელს დაიწყება
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო
წაკითხვა
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ
კრემლის პროვოკაციული გეგმა რეალობად იქცევა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ. შესაბამის შეთანხმებას ვლადიმერ
წაკითხვა