საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
469

ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 13:47:00

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის შემდეგ საპარლამენტო განხილვები დაიწყება.

„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით. საუბარია ბონუს სისტემის ამოღებაზე კონსტიტუციიდან, ასევე საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებაზე, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებაზე. ასევე დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის შეიქმნება სპეციალური კომისია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. ეს კომისია მუშაობას გააგრძელებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.

კითხვაზე, პრეზიდენტს და არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართვას, კობახიძის თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა იქნება ჩართული, თუმცა კობახიძის თქმით, შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია ამოწურულია

„გვაქვს კონკრეტული შეთანხმება, რომლის აღსრულებასაც პარლამენტი უზრუნველყოფს ვენეციის კომისიასთან ერთად.

კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან. მთავარია კომისია შევქმნათ, მაქსიმუმ ხუთშაბათს გვინდა კომისიის შექმნა და მანამდე მოხდება ინიცირება. კომისიაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციურ პარტიებსაც შეეძლებათ.

რაც შეეხება საყოველთაო სახალხო განხილვების კომისიას, აქ მოწვეულები იქნებიან პარლამენტში წარმომადგენელი პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები“,- აღნიშნა კობახიძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.&l
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა