საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
560

გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია 2017-10-30 14:40:00

გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც.

„ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას.

სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს.

ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც.

ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს.

2012 წლიდან ხორციელდება მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. რაც შეეხება რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი.

მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, 2017 წლის პირველ იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი.

ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა“,- აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
აგვისტოს მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ბორჯომის ხეობაში მეწყრული პროცესების გააქტიურების გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ. 
წაკითხვა
გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მაია ზავრაშვილი საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონულ
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად სპეციალუ
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტროში „მინამატას პროექტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვის სამინისტროში „მინამატას პროექტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვის სამინისტროში „მინამატას პროექტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის წინასწარი შეფასება განხორცილედა. დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. ვითარებას სპეციალური კომისია სწავლო
წაკითხვა
არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი იწვის - რა ვითარებაა წაღვერში
არჯევანიძეების ტყის წიწვოვანი ნაწილი იწვის - რა ვითარებაა წაღვერში
ერთი თვის შემდეგ ბორჯომის ხეობა ისევ სტიქ
წაკითხვა
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს საპატრულო პოლიციის კახეთი
წაკითხვა