საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
919

გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები

გამოქვეყნებულია 2017-10-30 16:12:00

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სურს, თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და ,,ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში". 

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სტრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე. 

დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნაზარბაევს მისი პირადი ყურადღებისთვის, რომელსაც უთმობდა და უთმობს ამ მარშრუტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პოზიტიური ეფექტი გავრცელდება შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა განაგრძოს რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ ამ გზით საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

დარწმუნებული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი სახალი სარკინიგზო მარშრუტი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისში გაიმართება “აბრეშუმის გზის” (Belt and Road) მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მეორე შეხვედრა იქნება საქართველოში, სადაც თავს მოუყრის 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. 

"ასეთი მასშტაბის შეხვედრაზე მოგვეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ზემოხსენებული დერეფნის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქვეყნების აქტიური ჩართულობა. 

კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი ღონისძიებისთვის, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მთავრობის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულება.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - საუკუნის პროექტი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი - საუკუნის პროექტი
წაკითხვა