საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
480

პოლონეთის ელჩი საქართველოში - საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა

ზვიად ავალიანი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 20:41:00

ხანდახან ამბობენ, რომ საქართველო აზიაა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა,- ამის შესახებ პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა პირველ არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ კიდევ ბიზანტიის დროს საქართველო იდგა ზუსტად იმ პრინციპების სადარაჯოზე აღმოსავლეთში, რომლებსაც უკრაინელებთან და ლიტველებთან ერთად ჩვენ ვიცავდით ევროპის ცენტრალურ ნაწილში.

ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს არ უნდა შევხედოთ როგორც მსხვერპლის გაღებას საფრანგეთის, იტალიის ან გერმანიის მხრიდან.

არასწორი მიდგომაა, თითქოს მათ თავიანთი სიმდიდრის მცირე ნაწილი უნდა უწყალობონ საქართველოს ისე, რომ ბევრიც არ გამოვიდეს. არა - ყველაფერი უნდა გავანაწილოთ სამართლიანად. აქ საჭიროა არა ქველმოქმედება, არამედ მიპატიჟება დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საერთო პროცესში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა მაშკევიჩმა.

ელჩი პოლონურ გამოცდილებაზე საუბრობს.

„ძალიან საინტერესოა პოლონური გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის მივეკუთვნებოდით ევროპის დასავლურ კულტურას, მაგრამ 1949 წელს ჩვენთვის დასავლეთ ევროპა დაიხურა. მსოფლიო დათანხმდა ამ ძალადობრივ გაყოფას იმისთვის, რომ წყნარად და მშვიდობიანად ეცხოვრა. სიტუაცია ძალიან რთული იყო. მაშინ არავის სურდა სტალინის გაღიზიანება და კიდევ ერთი ომი. სტალინმა კი გადაწყვიტა რომ აღმოსავლეთ ევროპა იქნებოდა მოსკოვის გავლენის ზონა.

ამის გამო - და ასევე კომუნისტი მოღალატეების მცირე ჯგუფის გამო, რომელიც წავიდა სტალინთან გარიგებაზე, ჩვენ, მეგობარ ჩეხო-სლოვაკებთან, უნგრელებთან და რუმინელებთან ერთად აღმოვჩნდით იმ ქვეყნის პირისპირ, რომელმაც ამერიკული ფულის და ტექნიკის წყალობით გაიმარჯვა ომში და ძალიან გაძლიერდა.

აქედან გამომდინარე 2004 წელს პოლონეთის შესვლას ევროკავშირში ჩვენ ვუყურებთ როგორც სამართლიანობის მომენტს. ჩვენ ნაწილობრივ დაგვიბრუნეს ის, რაც ძალით გვქონდა წართმეული. ეს არ ყოფილა არც ჯილდო და არც მსხვერპლი დასავლეთის მხრიდან. ეს მათი მოვალეობა იყო და დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ.

ზუსტად იგივეს ვფიქრობთ ჩვენ ყველა ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ ტოტალიტარიზმის, კომუნიზმისა და ბოლშევიზმის გავლენის ქვეშ.

ამ ქვეყნებში ცხადია ვგულისხმობთ საქართველოსაც, რომელიც არის ევროპა“,- აცხადებს პოლონეთის ელჩი საქართველოში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სომხეთის გუნდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მეხუთე ტურში სომხეთის გუნდს გამანადგურებელი შედეგით 4:0 მოუგო.
წაკითხვა