საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
486

პოლონეთის ელჩი - რაც უფრო გაძლიერდებიან მემარჯვენე ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, მით უფრო მოიაზრებენ ეს ქვეყნები საქართველოს ევროპის ნაწილად

ზვიად ავალიანი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-30 21:32:00

მემარჯვენეები იზიარებენ ქრისტიანობის პრინციპებს და მოწოდებული არიან ოჯახისა და სიცოცხლის დასაცავად, მისი ჩასახვის მომენტიდან. თუ ამ პრინციპებს გავყვებით, პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შემთხვევაში, რაც უფრო მეტად იქნებიან მემარჯვენე ძალები წარმოდგენილი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად მოიაზრებენ ეს ქვეყნები თავიანთ აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ნაწილად, - ამის შესახებ პირველ არხს პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. 

პირველი არხის კითხვაზე, ევროკავშირში იზოლაციონისტური და პროტექციონისტური განწყობების გაძლიერების ფონზე, როგორია დამოკიდებულება საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ დღეს პოლონეთში, რომელზეც ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებენ როგორც ამ პროცესის მაგალითზე, მაშკევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთსა და ევროპაში ფუნდამენტური ღირებულებების ძიების პროცესი მიმდინარეობს, რაც პოლიტიკური ძალებისა და იდეოლოგიური პრინციპების გადალაგებას უკავშირდება. 

„ეს ძალიან რთული პროცესია და უკავშირდება პოლიტიკური ძალებისა და იდეოლოგიური პრინციპების გადალაგებას ევროპაში. საერთოდ, ჩვენ მივეჩვიეთ, დავინახოთ ევროპის მხოლოდ ერთი მხარე. ამაში განსაკუთრებით ვრწმუნდები, როცა ვუსმენ ქართველ ექსპერტებს. რასაც ჩვენ მივეჩვიეთ, ეს არის ევროპის მემარცხენე-ლიბერალური მხარე. მე შევხვედრივარ ქართველ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც შეშფოთებულები არიან ამ პროცესით. ისინი შიშობენ, რომ თუ ეს მემარცხენე-ლიბერალური ძალები წავლენ, ევროპა მაშინვე დაიკეტება. მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ იქნება, თუმცა სიტუაცია აშკარად არ არის ცალსახა. 

მემარჯვენეები იზიარებენ ქრისტიანობის პრინციპებს და მოწოდებული არიან ოჯახისა და სიცოცხლის დასაცავად მისი ჩასახვის მომენტიდან. თუ ამ პრინციპებს გავყვებით, პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შემთხვევაში, რაც უფრო მეტად იქნებიან მემარჯვენე ძალები წარმოდგენილი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად მოიაზრებენ ეს ქვეყნები თავიანთ აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ნაწილად.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას - საფრანგეთში, მაგალითად, მარინ ლე პენი შესაძლოა, მოელაპარაკოს პუტინს. ჩვენ მოსკოვი ვერ დაგვარწმუნებს იმაში, რომ დღეს რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა. „კა-გე-ბეს“ ყოფილი თანამშრომლები და მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი პროფესორები დღეს თავს ასაღებენ ტრადიციული ღირებულებების დამცველებად. ეს სასაცილოა. პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და რუმინეთში ჩვენ თვითონ გვყავს ძალიან ბევრი ასეთი ყოფილი ბოლშევიკი. ამიტომ ისინი ჩვენ ვერ მოგვატყუებენ. დასავლეთ ევროპაში კი სიტუაცია განსხვავებულია. მათ კარგად არ იციან ამ ფარსის დეტალები და მოსკოვის პოზიციას იღებენ, როგორც სინამდვილეს. ისინი იღებენ პუტინს, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველს. აქ მარინ ლე პენის პარტიის ან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შედარება პოლონეთის მმართველ პარტიასთან არ შეიძლება.

მთლიანობაში, ამ პარტიების შეხედულებები ზოგ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ ახლა ევროპაში ერთგვარი ქაოსის პერიოდია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შემოქმედებითი ქაოსია. ეს არის პროცესი, რომელმაც უნდა გამოავლინოს, რა არის მართლაც ფუნდამენტური ღირებულება და რა არის სიყალბე. ასეთივე პროცესი გაიარა ევროპამ XX საუკუნის 40-50-იან წლებში. ამ დროს მოღვაწეობდა სარტრი და ბევრი სხვა ცნობილი ჰუმანისტი ავტორი, რომელთა წიგნებზეც გავიზარდეთ და რომლებიც მაშინ სტალინისა და მაო ძედუნის სერიოზული გავლენის ქვეშ იყვნენ. მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ამ ადამიანებმა საკონცენტრაციო ბანაკები შექმნეს. მათ არ სურდათ ამის დანახვა. მათ უბრალოდ მოსწონდათ კომუნიზმის იდეა. ევროპას არაერთი წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეანალიზებინა.

იოანე პავლე II და ბენედიქტ XVI, რომლებიც ჩვენთვის ავტორიტეტებად რჩებიან, ხშირად ამბობდნენ, რომ მთავარია, განვასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან. ამას ამბობს საქართველოს პატრიარქიც. სწორედ ამგვარი, ფუნდამენტური ღირებულებების ძიების პროცესი მიმდინარეობს ახლა პოლონეთსა და ევროპაში. ამ პროცესში ევროპულ ინსტიტუციებში ხანდახან ძალიან უსაფუძვლო კრიტიკაც გვესმის პოლონეთისა თუ უნგრეთის წინააღმდეგ, მაგრამ აქ ხშირად საქმე გვაქვს იდეოლოგიური ლოზუნგების გამოყენებასთან საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით“, - აცხადებს პოლონეთის ელჩი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პოლონეთის ელჩი საქართველოში - საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა
პოლონეთის ელჩი საქართველოში - საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა
ხანდახან ამბობენ, რომ საქართველო აზიაა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა,- ამის შესახებ პოლონეთის ს
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პოლონეთის ელჩი შეხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პოლონეთის ელჩი შეხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, დღეს, პოლონეთის ელჩი შეხვდა. აუდიენცია მარიუშ მაშკიევიჩის ინიციატივით გაიმართა, სადაც ძირითადად
წაკითხვა
ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან
ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. 
წაკითხვა
ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან მარიუს
წაკითხვა
გია ვოლსკი, დღეს, პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა
გია ვოლსკი, დღეს, პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა
პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი, დღეს, პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. 
წაკითხვა