საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
566

ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (ვიდეო)

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 00:29:00


პოლონეთის ჩემპიონატის მე-14 ტური გდანსკის „ლეჩიასა“ და კილჩეს „კორონას“ მატჩით დასრულდა. „კორონას“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლის შესრულება შეძლო - ქართველმა 26-ე და 44-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. პირველი ნახევრის შემდეგ, კაჭარავა შეცვალეს. 

შეხვედრა „კორონამ“ 5:0 მოიგო და 22 ქულით გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზეა - ლიდერ „გურნიკს“ ორი ქულით ჩამორჩება. 

ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში წელს მეხუთედ ითამაშა და მეორედ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ეს მისი პირველი გოლები იყო პოლონეთში. ამ დრომდე ფორვარდს ორი საგოლე პასი ჰქონდა შესრულებული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი