საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
475

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ​ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

თურქეთის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს უფლებამოსილება ამოეწურა. დიპლომატმა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 94-ე წლისთავთან დაკავშირებით მიღება გამართა. მიღებაზე მისი გაცილების ცერემონიაც მოეწყო, სადაც საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები შესრულდა. 

საქართველოში საკუთარი საქმიანობის შეჯამებისას, ელჩმა ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. 

„საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობები მაღალ დონეზეა განვითარებული. ძალიან რთულია ნებისმიერი ელჩისთვის ამაზე წინ რამის დაყენება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი შემცვლელი ამ ურთიერთობებს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, კერძოდ ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა მიღებაზე ზექი ლევენთ გუმრუქჩუ​მ.

მან ყურადღება თურქეთ-საქართველოს სავაჭრო პარტნიორობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ დიდი გამოუყენებელი პოტენციალია. დიპლომატის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი ელჩი თანამშრომლობის გაფართოებაზე იმუშავებს.

„ჩვენთვის საქართველოს სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ლევენთ გუმრუქჩუმ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში ელჩად 2014 წელს დაინიშნა. მისი შემცვლელის ვინაობა სავარაუდოდ ნოემბერში გახდება ცნობილი.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკოსები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთის ელჩი - ჩვენც ტყის ხანძრების პრობლემა გვაქვს, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ვერტმფრენები და თვითმფრინავი საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა
თურქეთის ელჩი - ჩვენც ტყის ხანძრების პრობლემა გვაქვს, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ვერტმფრენები და თვითმფრინავი საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა
თურქეთის მთავრობამ საქართველოში ტყის ხანძ
წაკითხვა
თურქეთის ელჩი - თურქეთში გადატრიალება რომ მომხდარიყო, ნეგატიურ გავლენას მოახდენდა მთელ რეგიონზე
თურქეთის ელჩი - თურქეთში გადატრიალება რომ მომხდარიყო, ნეგატიურ გავლენას მოახდენდა მთელ რეგიონზე
თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 200-ზე მეტი დაღუპული, ათასობი
წაკითხვა
თურქეთის ელჩი - ერთი წლის წინ, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარმატებით რომ დასრულებულიყო, დღეს ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკა აღარ იარსებებდა
თურქეთის ელჩი - ერთი წლის წინ, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარმატებით რომ დასრულებულიყო, დღეს ათათურქის მიერ დაარსებული რესპუბლიკა აღარ იარსებებდა
„ერთი წლის წინ, თურქეთში შეიარაღებული დაჯ
წაკითხვა
თურქეთის ელჩი - მუსტაფა ჩაბუქს თურქეთის ციხეში წამება არ ემუქრება
თურქეთის ელჩი - მუსტაფა ჩაბუქს თურქეთის ციხეში წამება არ ემუქრება
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ექსტრადირებული იქნება თურქეთში, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის გარანტია ექნება, მათ შორის მუსტა
წაკითხვა
ვაშინგტონში თურქეთის ელჩი აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციებთან პარტნიორულ ურთიერთობებში ადანაშაულებს
ვაშინგტონში თურქეთის ელჩი აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციებთან პარტნიორულ ურთიერთობებში ადანაშაულებს
ვაშინგტონში თურქეთის ელჩი, ქურთების შეიარაღებით მომარაგების გამო, შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან პარტნიორულ ურთიერთობებში ადა
წაკითხვა
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - თურქეთის პრემიერი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოვიდა, რაც ხშირად არ ხდება
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - თურქეთის პრემიერი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოვიდა, რაც ხშირად არ ხდება
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოვიდა, რაც საქართველოში თურქეთის ელჩის განცხადებით, ხშირად არ ხდება. 
წაკითხვა
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოდის, რაც ხშირად არ ხდება
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოდის, რაც ხშირად არ ხდება
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში შვ
წაკითხვა
თურქეთის ელჩი - საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დაფუძნებულია საკმაოდ მყარ საფუძველზე და ამას ვერაფერი შეცვლის
თურქეთის ელჩი - საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დაფუძნებულია საკმაოდ მყარ საფუძველზე და ამას ვერაფერი შეცვლის
„საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დაფუძნებულია საკმაოდ მყარ საფუძველზე, ჩვენ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას ვერ
წაკითხვა