საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
891

Netflix-ი „ბანქოს სახლს“ მეექვსე სეზონით დაასრულებს

თათია ბუხრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 01:30:00

Netflix-ი „ბანქოს სახლს“ მეექვსე სეზონით დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ი ავრცელებს. მაყურებელი საყვარელი შოუს ფინალურ სერიებს 2018 წელს იხილავს. 

Netflix-ის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც House of Cards-ის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. 

მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები 24 საათზე ნაკლები დროის ინტერვალით გავრცელდა, შოუს შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მიღებული გადაწყვეტილება, სერიალის მეექვსე სეზონით დასრულების შესახებ, კევინ სპეისის ბრალდებებთან კავშირში არაა. მათი თქმით, მოლაპარაკებები და განხილვები ამ თემაზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. 

შეგახსენებთ, კევინ სპეისი ძალადობაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა, რის შემდეგაც სპეისმა ქამინგაუთი გააკეთა და თქვა, რომ გეია. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ქალებთანაც და კაცებთანაც. ახლა კი, ცხოვრების ამ ეტაპზე ვამბობ, რომ მირჩევნია ვიცხოვრო როგორც გეი კაცმა“, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე ოსკაროსანმა მსახიობმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი მსახიობი ადანაშაულებს. მექსიკელი რობერტო
წაკითხვა
კევინ სპეისიმ  აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ახლა კი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს
კევინ სპეისიმ აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ახლა კი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს
ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ახლა კი მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას. 
წაკითხვა
2017 წლის სერიალები - 7 მიზეზი, რატომ (პირველი ნაწილი)
2017 წლის სერიალები - 7 მიზეზი, რატომ (პირველი ნაწილი)
წაკითხვა
თეთრი სახლის წარმომადგენელი ბრიფინგზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
თეთრი სახლის წარმომადგენელი ბრიფინგზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი შონ სპაისერი ჟურნალისტების წინაშე უხერხულ მდგომარეობაშ
წაკითხვა
„ნეტფლიქსი“ საქართველოში მუშაობას იწყებს
„ნეტფლიქსი“ საქართველოში მუშაობას იწყებს
ვიდეოსტრიმინგის ამერიკული კომპანია „ნეტფლიქსი“ საქართველოში მუშაობას იწყებს. „ნეტფლიქსმა“ საკუთარი სერვისი დამატებით 130 ქვეყნის მომხმარებლ
წაკითხვა
„ბანქოს სახლი“ - საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამერიკული სერიალი პირველ არხზე
„ბანქოს სახლი“ - საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამერიკული სერიალი პირველ არხზე
ამერიკული პოლიტიკის კულუარები პირველ არხზე - როგორ იბრძვიან ძალაუფლებისთვის ვაშინგტონში; არსე
წაკითხვა