საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
529

კერსტი კალიულაიდი - საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მექანიზმი ნატო-ში მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად

გამოქვეყნებულია 2017-10-31 08:03:00

ნატო გაფართოვდება მაშინ, როდესაც ალიანსი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,  თქვენ უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობა, როდესაც ის გაჩნდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოში გამომგზავრებამდე, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაბამისი მექანიზმები ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. კერსტი კალიულაიდმა რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ნეტო-ს წევრების მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა დაადასტურა. 

„რა ფორმატებიც საქართველოს აქვს ნატო-სთან სათანამშრომლოდ, ეს ფორმატები არის მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი წევრობისთვის მზადების პროცესში. თქვენ გაქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მექანიზმი, თქვენ ასევე გაქვთ რეფორმების გასაგრძელებლად ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. ნატო-ზე საუბრის დროსაც, მე არ მინდა თარიღებით სპეკულირება. წევრობას იღებენ ქვეყნები მაშინ, როდესაც ისტორიული მომენტი დგება და ჩნდება ისტორიული ფანჯარა. როდესაც ეს ფანჯარა ღიაა, მაშინ ორგანიზაცია ფართოვდება, როდესაც ეს ფანჯარა დაკეტილია, მაშინ ორგანიზაცია არ ფართოვდება. თუ თქვენ მხოლოდ წევრობაზე გააკეთებთ ყურადღების კონცენტრაციას, მაშინ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას დაკარგავთ. ამ შესაძლებლობებს თქვენ უკვე იყენებთ. მოდით, ყურადღების კონცენტრაცია პრაქტიკულ საკითხებზე მოვახდინოთ. ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუ როდის იქნება ეს ისტორიული ფანჯარა ღია, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობა, როდესაც ის გაჩნდება. ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ თქვენს ამბიციას, რომ ნატო-სთან მჭიდრო კავშირები გქონდეთ. ვეთანხმები და ვიზიარებ ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციას, რომ მესამე ქვეყანა ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს ჩვენ გადაწყვეტილებებზე. ნატო გაფართოვდება მაშინ, როდესაც ალიანსი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად დღეს ესტუმრება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა. 
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა