საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
629

ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს

გამოქვეყნებულია 2017-10-31 08:05:00

ძალიან მიხარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ამ გადაწვეტილებას დასჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ მივედით მიზნამდე და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უკვე მიიღეს,- ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოში გამომგზავრებამდე, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"თქვენ სარგებლობთ უვიზო მიმოსვლით, ასევე საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.  ამიტომ  ვფიქრობ, რომ ახლა არ გვჭირდება საუბარი მხოლოდ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები.  უნდა ვისაუბროთ, როგორ ვისარგებლებთ უვიზო რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობითა და როგორ მოვახდენთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას",-აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, „ესტონეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, ვინაიდან ეს ფორმატი გვეხმარება, რომ  მთელი რეგიონი ყურადღების ცენტრში გვყავდეს“. 

„ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად იკრიბებიან და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ. საქართველო უკვე არის “ჰორიზონტი 2020” პროგრამის ნაწილი, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ითანამშრომლოს ევროკავშირის სააგენტოებთან. ამ პროცესში აქტიურად ჩართულობით, საქართველო უახლოვდება ევროკავშირს და წინ მიიწევს“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად დღეს ესტუმრება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა