საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
487

ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს

გამოქვეყნებულია 2017-10-31 08:08:00

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია. საქართველო პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოში გამომგზავრებამდე, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.   

მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ, ის საქართველოს სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ეწვევა. ესტონეთის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალ კვირას საქართველოს ვეწვევი. ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის ემზადება და ამიტომ მე ვიფიქრე, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის“ სოლიდარობის გამოსახატად, სახელმწიფო ვიზიტი საუკეთესო იქნებოდა. ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან  საქართველო ლიდერია. საქართველო პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. საქართველოსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ვისურვებდი უფრო მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. არის ინვესტიციები, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. ჩამოთვლილი ბევრი მიზეზის გამო, მე მოვდივარ ბიზნესმენების დიდ დელეგაციასთან ერთად საქართველოში. დელეგაციაშია ტარტუს უნივერსიტეტის რექტორიც. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში. ოფიციალური შეხვედრების გარდა, მე ვეწვევი ქუთაისს და წავიკითხავ ლექციას. ლექციის მთავარი თემა რეფორმები იქნება. ესტონეთს რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს და შეგვიძლია გაგიზიაროთ. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გვსურს გიჩვენოთ, თუ როგორ მოუტანა ესტონეთს ლიბერალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულმა რეფორმებმა ეკონომიკური განვითარებაც. საქართველო უკვე კარგად არის დამკვიდრებული ამ გზაზე, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც საინტერესო და წამახალისებელი იქნება მოსმენა, თუ როგორ გაატარა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთმა სწრაფ ტემპში რეფორმები“, - აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა

კერსტი კალიულადი ესტონეთის პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. ამჟამად ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს ამზადებს. 

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად დღეს ესტუმრება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა