საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
365

Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 07:48:00

სოციალურ ქსელ Facebook-ის წარმომადგენლების მტკიცებით, რუსი მომხმარებლების ჯგუფმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ, ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური თემატიკის 80 000 ჩანაწერი გამოაქვეყნა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შესაბამისი მონაცემები მოყვანილია სენატისთვის მიცემულ წერილობით ჩვენებაში. 

CNN-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყველა ჩანაწერი სოციალურ ქსელში 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის აგვისტოს პერიოდშია გაკეთებული და რუსეთის ინტერნეტ კვლევების სააგენტოს უკავშირდება, რომელიც ასევე ცნობილია „ტროლების ფაბრიკის“ სახელით. Facebook-ის წარმომადგენლის, კოლინ სტრეტჩის წერილობით ჩვენებაში ასევე ნათქვამია, რომ 29 მილიონმა ადამიანმა ჩანაწერები უშუალოდ ინტერნეტ კვლევების სააგენტოსგან მიიღო, კიდევ მილიონობით ადამიანმა ჩანაწერებს ინტერნეტ მომხმარებლების მიერ გაზიარების გზით გაეცნო. 

კომპანია Facebook-ში განაცხადეს, რომ მხოლოდ 2016 წლის ოქტომბერში გააუქმეს 6 მილიონი ყალბი გვერდი. 

ანალოგიური განცხადება გააკეთეს მიკრობლოგ Twitter-ის წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიის მონაცემებით, რუსეთთან დაკავშირებული გვერდებიდან წინასაარჩევნო პერიოდში 1,4 მილიონი ჩანაწერი გამოქვეყნდა. 

განცხადება გააკეთეს ჰოლდონგ Alphabet-ის წარმომადგენლებმაც, რომელთა საკუთრებაშია კომპანია Google-ი. მათი მონაცემებით, აღმოჩენილია რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ Google-ის პლატფორმების ბოროტად გამოყენების მტკიცებულებები. ვიდეოპორტალ Youtube-ზე აღმოჩენილია 18 არხი, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. კომპანია Google-ის ინფორმაციით, ყველა ეს არხი დაიბლოკა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა