საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
288

თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

სოფიო დემეტრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 10:15:00


თბილისი “16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. 

პლენარული სესია საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. 

“მე-16 მიზანი ეს არის ის მიზანი, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს გაერო-ს ფარგლებში. ჩვენ განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიეთ ტრანპარენტული, ინკლუზიური განვითარებისა და მმართველობის კუთხით. აღსანიშნავია, 38 პოზიციით დაწინაურება საერთაშორისო რეიტინგებში კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, ასევე 28 ნაბიჯით დაწინაურება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით. ასევე მედია თავისუფლების განვითარების მხრივ წინსვლა გვაქვს. შესაბამისად, საქართველო გადაიქცა გაერო-ს დახმარების მიმღები ქვეყნიდან თავისი ექსპერტიზის და სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაზიარების ქვეყნად და ჩვენთვის დიდი პატივია, დღეს ამ ფორმატში მოვახდინოთ პარტნიორებთან შეხვედრა”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ფორუმის მონაწილეები ასევე მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სერვისებში ინოვაციების დანერგვისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე გაერო-ს ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა რეფორმების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.

"მე-16 საკითხი ეხება ყველა საკითხს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ მმართველობას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ 25 ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ჩამოვიდა საქართველოში რომ გაუზიაროს ერთმანეთს გამოცდილება და ასევე გაეცნოს საქართველოს გამოცდილებას ამ საკითხში. საქართველო არის შერჩეული როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და ჩაატარა წარმატებული რეფორმები განსაკუთრებით დემოკრატიული მმართველობის კუთხით", - განაცხადა ნილს სკოტმა გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

თბილისის ფორუმი პირველია 16+ ფორუმების რიგში, რომლებშიც მონაწილეობენ საქართველო და რვა წევრი ქვეყანა, g7+ გაერთიანების სახელმწიფოები, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFUNA) და მისი სამდივნო. საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი: შერიგების პოლიტიკა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
ქეთევან ციხელაშვილი: შერიგების პოლიტიკა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
სამდღიანი ფორუმის მდგრადი განვითარები
წაკითხვა
თბილისში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
ამ წუთებში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. <
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
 მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საა
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე
წაკითხვა
„ექსპო ჯორჯია“ თბილისის სამედიცინო ფორუმს მასპინძლობს
„ექსპო ჯორჯია“ თბილისის სამედიცინო ფორუმს მასპინძლობს
საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია
წაკითხვა