საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
13321

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება - რა უნდა ვიცოდეთ ახალი სისტემის შესახებ

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 12:04:00

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ დღეს, ახალი სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.

თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება,  განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული -  საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. 

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.

შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი - მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.

საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება. 

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.

კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.

საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ
ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მ
წაკითხვა
საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქ
წაკითხვა
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობს
პარლამენტი საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გადამუშავებული პროექტი განიხილეს. 
წაკითხვა
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეთა მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს
საპენსიო რეფორმა - ვინ განკარგავს მოქალაქეების მიერ ხელფასიდან დაზოგილ თანხებს პირველი კითხვა, რაც სავარაუდოდ ახალი საპენსიო რეფორმის მიმართ გაგიჩნდებათ, არის ის, თუ სად დაგროვდება და ვინ განკარგავს
წაკითხვა
როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა - პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე განიხილავს
როდის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა - პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე განიხილავს
დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიძლება 201
წაკითხვა
არჩილ მესტვირიშვილი - დაგროვებითი პენსიისას, როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია
არჩილ მესტვირიშვილი - დაგროვებითი პენსიისას, როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია
როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვ
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართ
წაკითხვა