საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
511

საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 12:20:00

საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულებებს ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1102 ლარი დაუჯდებათ - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ერთი მხრივ, უპატრონო გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და მეორე მხრივ, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო გვამის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს. 

პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან. ცვლილებებით, უპატრონო გვამის დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის კატეგორიაც, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ ეს პირი მის დაკრძალვაზე უარს აცხადებს. 

პროექტით, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის უპატრონო ან ამოუცნობი გვამის, ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენების პირობები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, გადაცემა გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ განხორციელდება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები კი, მის შენახვას გადაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში უზრუნველყოფენ, ხოლო ექვსი თვის გასვლის შემდეგ შესაძლებელია, გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით. 

ამასთანავე, ინიციატივით, იმ შემთხვევაში, როცა ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებაში სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს. 

რაც შეეხება უპატრონო გვამის დაკრძალვის ფინანსურ მხარეს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვის და დაკრძალვის ხარჯები დაფარულ იქნება შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულების მიერ. 

„დღეის მდგომარეობით, ამგვარი გვამების დაკრძალვა ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე ხორციელდება, რაც ჯამში დაახლოებით 530 ლარი ჯდება. კანონპროექტის თანახმად, დადგენილია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა, რასაც უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება. აღნიშნული, შესაბამისად, გამოიწვევს ამ მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სამეცნიერო დაწესებულების მხრიდან ხარჯების ზრდას. კერძოდ, შესაბამის დაწესებულებას ერთი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა დაახლოებით 1102 ლარი დაუჯდებათ. გვამის შენახვის სავარაუდო ღირებულება - 572 ლარია, „ტიელის მეთოდით“ გვამის დაბალზამების ღირებულება - 500 ლარია, ერთი თვის განმავლობაში, 12 გრადუსზე გვამის შენახვის ელექტროენერგიის ხარჯი 10-12 ლარია. დაკრძალვის სავარაუდო ღირებულება - 530 ლარია. მათ შორის: სამარის გათხრა, ჩასვენება, მიწის მიყრა, ბორცვის გაკეთება – 230 ლარია, წიფელის სასახლის ღირებულება - 220 ლარია, თბილისის მასშტაბით კატაფალკის მომსახურება – 80 ლარია, მეხუთე ზონაში საფლავი - უფასოა“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის შრომა, შესაძლოა, ახალი სისტემით ანაზღაურდეს
პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის შრომა, შესაძლოა, ახალი სისტემით ანაზღაურდეს
საჯარო მოხელეებისთვის შრომის ანაზღაურება
წაკითხვა