საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
384

“სითი ინსტიტუტის" დირექტორი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა, მერიას დოკუმენტი 13 ნოემბერს ჩაბარდება

მაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 13:19:00

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება, შემდეგ კი ახალი შემადგენლობის საკრებულოს გადაეგზავნება, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს. 

ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და თბილისი ახლოსაა იმასთან, რომ მას ახალი გენგეგმა ჰქონდეს.

„ეს იქნება პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი, რომ ქაოტური განაშენიანება, რაც თბილისში ბოლო წლებისა და ათწლეულების წლეულების განმავლობაში გრძელდება, რეგულაციებს დაექვემდებაროს,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის არჩეულ მერს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მისგან განმარტებები მოისმინეს. 

სალუქვაძის განცხადებით, კახა კალაძის გუნდი უნდა გაეცნოს დოკუმენტებს და თუ იქნება ახალი წინადადებები, მათზე მსჯელობა დაიწყება. 

"სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელის განცხადებით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, კახა კალაძისგან სრული მხარდაჭერა მიიღო კ2ი-ს შეზღუდვის გაგრძელებასთან დაკავშირებით და „სიმაღლე აღარ გაიყიდება იმ მახინჯი მეთოდით, რაც ადრე ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონაში.“

კა-2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, დროებითი შეზღუდვა 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა, მიზეზად გენგეგმის დამტკიცებამდე ქალაქის ქაოსური განაშენიანების თავიდან აცილება დასახელდა.

მამუკა სალუქვაძის თქმით, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ "სითი ინსტიტუტი" მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ეს საკითხი უკვე მერიის მოსაგვარებელია. როგორც მან აღნიშნა, მერიაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც გენგეგმის განხორციელებასა და მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი. 

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, გენგეგმის მომზადება 2,8 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა თანხა სრულად არ მიუღიათ და მისი ნაწილი შემსრულებლების ანგარიშზე დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ გადაირიცხება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის პროექტი მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის პროექტი მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება. შემდეგ კი დასამტკიცებლად ახალი შე
წაკითხვა
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის განვითარების გენგეგმა საკრებულოში დასამტკიცებლად მასში შენიშვნების ასახვის შემდეგ შევა
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის განვითარების გენგეგმა საკრებულოში დასამტკიცებლად მასში შენიშვნების ასახვის შემდეგ შევა
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის განვითარების გენგეგმა საკრებულოში დას
წაკითხვა
ფართომასშტაბიანი მშენებლობები გარეუბნებში - რას გულისხმობს მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა
ფართომასშტაბიანი მშენებლობები გარეუბნებში - რას გულისხმობს მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა
გადაინაცვლებს თუ არა ფართომასშტაბიანი მშენებლობები დედაქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში. 
წაკითხვა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  ერთ-ერთი ნაწილი  მშენებლობების ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში გადატანაა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ნაწილი მშენებლობების ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში გადატანაა
 თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის ავტორთან ერთად, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხ
წაკითხვა
თბილისის განვითარების ახალი გეგმა - დედაქალაქის მერი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
თბილისის განვითარების ახალი გეგმა - დედაქალაქის მერი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
ამ წუთებში დედაქალაქის მერი თბილისის განვითარების ახალი გეგმის დეტალებს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს აცნობს. 
წაკითხვა
დავით ნარმანია - ნუ გეშინიათ, როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით
დავით ნარმანია - ნუ გეშინიათ, როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით
ნუ გეშინიათ, როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ესაა ჩემი პასუხი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და სასაფლაოების საკითხთან დაკავშირ
წაკითხვა
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას არქიტექტორთა კავშირში განიხილავენ
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას არქიტექტორთა კავშირში განიხილავენ
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას
წაკითხვა
თბილისის გენგეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრში პარკირება გაზრდილი ფასით ან ადგილების შემცირებით უნდა შეიზღუდოს
თბილისის გენგეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრში პარკირება გაზრდილი ფასით ან ადგილების შემცირებით უნდა შეიზღუდოს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრში პარკირება უნდა იყოს შეზ
წაკითხვა