საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1172

2018 წლის პირველი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 13:31:00

2018 წლის პირველი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევს - უკვე ძალაშია საქართველოს მთავრობის დადგენილება სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.).

ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. 

დადგენილებაში მითითებულია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის, მოთხოვნები დაკიდული ხარაჩოების და ა.შ. შესახებ. დადგენილება ასევე განმარტავს,როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ბადეები.

მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და მე-16 მუხლის გარდა, რომელიც დასაქმებულთა სწავლებას ითვალისწინებს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ახალ შენობაში გადადის. 
წაკითხვა
117 მომხრე, ორი წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
117 მომხრე, ორი წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
117 მომხრე ორი წინააღმდეგი - საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია. ქვეყნის უზენაეს კანონში განხორციელებული ცვლილებები 2018 წელს ახალარჩეუ
წაკითხვა
იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. 
წაკითხვა