საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
775

კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 13:59:00


თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. შესაბამისად, რეფორმები, კონკრეტული პროექტების განხორციელება განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, თანამშროლობასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დარგის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და გადაწყვეტილებების დროული მიღება სისტემის უზრუნველყოფის წინაპირობაა.

„ვგეგმავთ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, რათა სამუშაო პროცესი არ შენელდეს. არსებობს ანგარიში, რომელშიც კონკრეტული ხედვებია ასახული და რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.

შეხვედრას, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართა, მერობის გამარჯვებული კანდიდატის გუნდის წევრები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს არჩეული წევრები ბექა დავითულიანი და შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა