საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
688

არჩილ მესტვირიშვილი - საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 14:10:00

საშუალოდ და გრძელვადიანად, ლარის კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის გაუფასურების ტენდენციასთან დაკავშირებით საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. 

არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს ლარის მცურავი კურსი. 

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ვიცით, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის აუცილებელი, რომ ჩვენ გვქონდეს მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, გვქონდეს მაღალი და მზარდი დასაქმება, რომ შევინარჩუნოთ კონკურენტული ბიზნესგარემო. მცურავი გაცვლითი კურსისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

ამ ბაზრისათვის დამახასიათებელია კურსის ცვალებადობა, რაც შედარებით ახალია ჩვენთან და გარკვეული ცვალებადობა დამატებით აჟიოტაჟს იწვევს, ზოგ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში კი, მოლოდინებს აჩენს“ - განაცხადა არჩილო მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. 

„რომ შევხედოთ კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებს, ყველაფერი პოზიტიურადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, მოლოდინები არის, რაც შეიძლება დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი იყოს, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ბუნებრივია, კურსზე გავლენას იწვევს.

თუ ამას მოყვება აჟიოტაჟი, ეს კურსის გავლენაც ბუნებრივია, უფრო და უფრო მაღალი იქნება ჩვენ გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება შემდეგ იწვევს საპირისპირო პროცესებს, ერთი, რომ მოლოდინების მილევა ხდება და მეორე ფუნდამენტური ფაქტორების უფრო გაუმჯობესება, რაც გაუფასურების შეტრიალებას იწვევს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მას გამოვიყენებთ“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს,
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გა
წაკითხვა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა
სავალუტო ჯიხურებსა და ბლუმბერგის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ფასი 
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზად, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ბანკირებთან გარიგებას ასახელებს
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის პროგნოზით, ლარის კურსის ვარდნაა მოსალოდნელი. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება გავ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ ლარი უფასურდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ვარაუდით, აშშ დოლართან მიმართებით,
წაკითხვა
კობა გვენეტაძე - ჩვენთან მცურავი კურსი მოქმედებს, ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება
კობა გვენეტაძე - ჩვენთან მცურავი კურსი მოქმედებს, ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკის მთავარ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
როგორი იქნება რეფინანსირების ახალი განაკვეთი, ამის შესახებ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 
წაკითხვა