საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1274

ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 14:24:00

დაგროვებით პენსიაზე ყველა შენატანი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. ახალი სისტემის პრეზენტაციის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გადაწყდა, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებისთვის ჩართვა სავალდებულო იყოს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩართულობა იყოს ფართო, მაქსიმალური. ასევე, არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები ამ თვალსაზრისით. პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ექსპერტმა გვირჩია აღნიშნული მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები და ეს არის ის მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი რეალობისთვის. საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 6%-იან შენატანის განხორციელებას. აქედან, 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სუბსიდიის სახით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაუხდის მთავრობა, სისტემაში მონაწილეს - ეს არის მთავრობის შენატანი. 

ყველა შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, რაც არის უპრეცედენტო შეღავათი და პრაქტიკულად, სახელმწიფოს შენატანი არა 2%-ია, იქედან გამომდინარე, რომ დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანი გათავისუფლებულია გადასახადისგან, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს შენატანი 2,8%-ია. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. შესაბამისი ხარჯები უკვე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება რეფორმა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ და დასძინა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკი არ შეიცვლება და ქალებისთვის 60 და მამაკაცებისთვის 65 წელი იქნება. 

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არჩილ მესტვირიშვილი - დაგროვებითი პენსიისას, როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია
არჩილ მესტვირიშვილი - დაგროვებითი პენსიისას, როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია
როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვ
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
დაგროვებით საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებულებიც ჩაერთვებიან
საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართ
წაკითხვა
2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს
2020 წლიდან საბაზისო პენსია შესაძლოა, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს
სახელმწიფო პენსია, რომელსაც საქართველოს ყ
წაკითხვა
თუ დასაქმებული შრომის უნარს დაკარგავს, დაგროვებითი პენსიის თანხის სრულად აღება შეეძლება
თუ დასაქმებული შრომის უნარს დაკარგავს, დაგროვებითი პენსიის თანხის სრულად აღება შეეძლება
წაკითხვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის თანხას მემკვიდრე აიღებს
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის თანხას მემკვიდრე აიღებს
წაკითხვა
ნინო ჯავახაძე - თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება
ნინო ჯავახაძე - თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება
თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგრ
წაკითხვა
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონ
წაკითხვა
აკაკი ზოიძე - დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს
აკაკი ზოიძე - დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს
დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს, - ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაც
წაკითხვა