საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3212

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 15:04:00

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს. 

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააკეთა. 

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს.

"პერსპექტივაში არ გამოვრიცხავ უვიზო მიმოსვლის შემოღებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მეორე საქმეა, რომ ამ მიმართულებით წინსვლა რთულია. პირველ რიგში საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ურთიერთობები თბილისი ინიციტივით არის გაწყვეტილი", - განაცხადა კარასინმა. 

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელია ისეთი საფრთხეების გათვალისწინება, როგორიცაა ტერორიზმი და არალეგალური მიგრაცია.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიაწოდა ქართულ მხარეს კონკრეტული წინადადებები, რაც თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას ეხება.

„2016 წელს რუსეთის ვიზა 40 ათასმა ქართველმა მიიღო, შარშანდელთან შედარებით მონაცემები გაორმაგებულია, წელს კიდევ ველოდები ზრდას", - განაცხადა კარასინმა.

როგორც კარასინი აცხადებს, ეს საკითხი მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან 15-16 ნოემბერში პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში დგას.

სავიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის 2000 წელს ამოქმედდა. 2012 წელს საქართველოს ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა