საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
287

გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი დადგეს

მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 16:34:00


გიორგი ონიანის ბრალდების საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი დადგეს. სასამართლო რეპლიკების ეტაპზეა. როგორც ბრალდებული აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებათა ერთიანობა არ გააჩნია და საქმის მთავარი მოწმე ზეწოლაზე საუბრობს.

"წინა პროცესზე დაიკითხა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქმის მთავარ მოწმეზე, გამომძიებელზე. გამომძიებელი მივიდა სახალხო დამცველთან და უთხრა, რომ პროკურატურა მას და მის ოჯახს ემუქრებოდა. ეს ყველაფერი მოისმინა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო ერთადერთ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამამართლებელი განაჩენი დადგება", -განახადა ონიანმა.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ მთავარ მოწმეზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა და პროკურატურას მტკიცებულებათა ერთობლიობა გააჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

გიორგი ონიანს ბრალი 2013 წელს წაუყენეს მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან.

საუბარია 2011 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც მოქალაქე დავით შათირიშვილი დააკავეს. მას პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა, თუმცა დაკავებული აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, ვინაიდან ბერა ივანიშვილის კომპანიას მაისურებს უკერავდა.

შათირიშვილის დაკავების ოპერაციაზე ონიანთან ერთად ექვსი თანამშრომელი იმყოფებიდა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ პოლიციაში. ყველას წარედგინა ბრალი, თუმცა მოგვიანებით ექვსივე მათგანს ბრალი მოეხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ონიანს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა