საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1537

ფარული საფრთხე - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახლში ბრუნდებიან

გივი ბარამიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 16:54:00

ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების წინაშე მნიშვნელოვანი საკითხი დგას - რა მოხდება ჯიჰადისტური ჯგუფის წევრებთან მიმართებაში? რადიკალი ისლამისტების რიგებში 30 ათასამდე უცხოელი იბრძოდა და არსებობს საფრთხე, რომ ომის მონაწილეები ექსტრემისტული საქმიანობის გაგრძელებას გადაწყვეტენ. ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის MI5-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯიჰადისტების რიგებში ბრიტანეთის 800-მდე მოქალაქე იბრძოდა, დაახლოებით 130 კაცი ბრძოლებში დაიღუპა, დანარჩენი კი, ბრუნდება ან დაბრუნებას აპირებს.

სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ის წევრები, რომლებიც დარჩენას გადაწყვეტენ, თავდაპირველ საქმიანობას დაუბრუნდებიან, როდესაც დაახლოებით 10 წლის წინ ამბოხებული ჯგუფები ტერაქტებს გეგმავდნენ და დივერსიულ ოპერაციებს ატარებდნენ. ჯიჰადისტებს შორის, რომლებიც მოსულსა და რაქაში ტერიტორიებისთვის უსასტიკესად ომობდნენ, უმრავლესობა მათგანი უცხოელი მებრძოლი იყო.

ბევრი ჯიჰადისტი ამჟამად დაკავებულია და მათი საქმეები ერაყის სასამართლოებში განიხილება. ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც ჯიჰადისტები აღმოჩნდნენ იურიდიული და მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ზოგიერთ დაკავებულს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. ზოგიერთი მებრძოლი ე.წ. სახალიფოს თურქეთ-სირიის საზღვრის გავლით ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ 800 კილომეტრიან საზღვარს თურქეთის ხელისუფლება აქტიურად იცავს, სასაზღვრო მთიან ზონებში კარგად ორგანიზებული კონტრაბანდული ხაზები ნიშნავს, რომ საზღვრის გადალახვა განსაკუთრებული პრობლემის გარეშე შესაძლებელია.


ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მხარდამჭერი ქსელი თურქეთის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც სირიიდან უცხოელი მებრძოლების გადასროლა ხდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლება  საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელი მებრძოლების მზარდი რაოდენობით შეშფოთებულია. შეშფოთებას გამოთქვამენ ასევე მეზობელი ქვეყნები - იორდანია და ლიბანი. საკმარისზე მეტია შესაძლო მიმართულებები, სადაც ჯიჰადისტებს ერაყიდან და სირიიდან წასვლა შეუძლიათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალი ისლამისტების ნაწილი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებულ „ვილაიეთებს“ უკვე შეუერთდნენ იემენში, სინაის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ აზიაში. დაჯგუფება ასევე წარმოდგენილია ლიბიაში, სადაც აშშ-ის გასული წლის მონაცემებით 6500-მდე ჯიჰადისტი იმყოფება. რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება ავღანეთშიც.

„ისლამური სახელმწიფო“ გეოგრაფიას აფართოებს

სხვადასხვა სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯიჰადისტები იგზავნებიან გეოგრაფიულად დაშორებულ ისეთ კონფლიქტურ ტერიტორიებზე, როგორიცაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მიანმარი და ფილიპინები. ამ რეგიონებში უცხოელი მებრძოლების გამოჩენამ შესაძლოა, ადგილობრივი ჯიჰადისტური დაჯგუფებების გაძლიერება და კონფლიქტების მასშტაბების ზრდა გამოიწვიოს.

სახლში დაბრუნებული თუ სხვა ქვეყანაში წასული მებრძოლების ნაწილი გამანადგურებელ საქმიანობაში შესაძლოა, აღარ ჩაერთოს, თუმცა დიდი ნაწილი იატაკქვეშეთში მოქმედ ექსტრემისტულ ქსელებთანაა კავშირში, რომელთა მიზანი ტერაქტების განხორციელება და პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციაა.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები არიან. ტუნისში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს 6 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. ანალოგიური რისკი არსებობს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაკავშირებით. ასევე არსებობს რისკები რუსეთთან, კავკასიის რეგიონთან და ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში.

საფრთხე ევროპისთვის

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე 6 ათასამდე ადამიანის დაბრუნების საკითხი ევროპის ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. კვლევების თანახმად, 2014 წლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების შემსრულებლების 20%-ზე ნაკლები იღებდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ვითარება შესაძლოა, მებრძოლების დაბრუნების შემდეგ შეიცვალოს. დაბრუნებულთა რიცხვი ამჟამად 1000-მდეა. არსებობს რისკი იმისა, რომ ჯიჰადისტური ჯგუფების ზოგიერთმა წევრმა შესაძლოა, საკუთარი საბრძოლო უნარების გამომჟღავნება ახალ ტერიტორიაზე დაიწყოს.

ერთი რამ ფაქტია, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჯიჰადის მიმდევართა საკონტაქტო ქსელები ტერაქტების დაგეგმვის მიზნით.


ადრე არსებული პრობლემების გამო, ევროპის ქვეყნებმა სადაზვერვო მონაცემების გაცვლის პროცესი გააუმჯობესეს. თურქეთთან თანამშრომლობის გაძლიერების შედეგად, შესაძლებელი გახდა ჯიჰადისტების იქამდე დაკავება, ვიდრე ისინი სხვადასხვა ზომას მიიღებდნენ. ზოგიერთმა ჯიჰადისტმა ევროპაში შეღწევა უკანონოდ და ხშირად მიგრანტის საბუთით შეძლო. 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტი ამის ნათელი დადასტურება გახდა.

მიუხედავად ამისა, უცხოელი მებრძოელბის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში კანონიერად შედის და ამაში მას ნამდვილი ევროპული პასპორტი უწყობს ხელს. მათი იდენტიფიცერება რთულია, თუმცა არანაკლებ რთულია იმის გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა მოექცნენ მათ სამომავლოდ. ერთადერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს მათი დაპატიმრება, თუმცა რეალობას თან სირთულეები ახლავს. მაგალითად, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის მონაცემებით, სირიიდან და ერაყიდან დაბრუნებული 400-მდე ადამიანთან მიმართებაში, მხოლოდ 54-ს დაუდგინდა კანონის დარღვევა.

რა არის ხელის შემშლელი ფაქტორები? კანონები. მიუხედავად იმისა, რომ მათი შეცვლა ყველა ქვეყანაში შესაძლებელია, ყველა მათგან ერთი საერთო პრობლემა აქვს. როდესაც ჯიჰადისტების უმრავლესობა ერაყისა და სირიისკენ მიემართებოდა, რამდენიმე ქვეყანაში უცხო კონფლიქტებში მონაწილეობა კანონდარღვევად არ ითვლებოდა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მსგავსი ქმედება დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულად ითვლება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქმის საწარმოებლად საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოახერხეს.

ევროპის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამ შეიმუშავა პროგრამები დაბრუნებულ მებრძოლებთან სამუშაოდ, რათა მათ რადიკალურ იდეებზე უარი თქვან. ჯერჯერობით, ადრეა მათ ეფექტურობაზე საუბარი. აღსანიშნავია დანიის რეაბილიტაციის პროგრამა, ასევე, საფრანგეთის გეგმა დერადიკალიზაციის 12 ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ერთი რამ ცხადია, ჯიჰადისტების ე.წ. სახალიფოს დაცემით ერთი თავი იხურება, თუმცა ახალი იხსნება, რომელიც ჯერ შეუსწავლელია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ - რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების 
სირიაში თვითგამოცხადებული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - ერთ ავტობუსში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მისი კარი ღია იყოს
ესტონეთის პრეზიდენტი - ერთ ავტობუსში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მისი კარი ღია იყოს
ერთ ავტობუსში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მისი კარი ღია იყოს - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდე
წაკითხვა
სირიის ჰომსის პროვინციაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტყვეობიდან 26-მა მძევალმა გაქცევა შეძლო
სირიის ჰომსის პროვინციაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტყვეობიდან 26-მა მძევალმა გაქცევა შეძლო
სირიის ჰომსის პროვინციაში ე.წ. ისლამური ს
წაკითხვა
ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ევროპაში ქარიშხალ „
წაკითხვა