საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
247

მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 16:28:00


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

პროკურატურა იმ მასალას გამოიკვლევს, სადაც ექს-პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მედიაში საუბრობდა.

საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ეს მტკიცებულებები მნიშვნელოვანია, რადგან მასში ბრალდებულის პოზიციებია დაფიქსირებული.

„დადასტურდა ის, რომ 2006 წელს ცალკეული თანამდებობის პირები, მაგალითად, შს მინისტრი და პრეზიდენტი უპირობო ნდობას უცხადებდნენ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო ოთხი პირი და ვინაიდან ეს ეპიზოდიც შეწყალების პირობას ეხება, ნაჩვენები იქნება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც გაჟღერებული იქნა მისი პოზიცია, თითქოს მას არ განუხორციელებია ამ მსჯავრდებულების შეწყალება და ამნისტია შეეხო მათ მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ამნისტია საპალამენტო აქტია“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

სააკაშვილის ბრალდების ამ ეპუზოდზე კომენტარს არ აკეთებს, მისი ადვოკატი დავით კაკოიშვილი.

გამოძიება საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5-წლამდე ვადით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა