საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
387

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 17:37:00


კლინიკა "ლანცეტის" დირექტორის ფარმან ჯეირანლის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ არსებობს ზეწოლის საფრთხე, ვინაიდან მთავარი მოწმეები უკვე დაიკითხნენ პროცესზე. უფლებადამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ არც მიმალვის საფრთხე არსებობს ისინი აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯანში  ჯეირანლი პოლიტიკური დევნილია და იქ ვერ დაბრუნდება, შესაბამისად, საქართველოდან გასვლას არ აპირებს.

პროკურატურა კი აცხადებდა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მყარია და მას საზღვარგარეთ კავშირები აქვს. მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს.

სახელმწიფო ბრალდება ფარმან ჯეირანლის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, თაღლითობას ედავება. 2016 წელს კლინიკა "ლანცეტში" ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ. 2017 წლის 22 მაისს კი, საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით, კლინიკის დირექტორი დააკავა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა