საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
578

სურსათის სააგენტო - არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის ან ფრინველის მიერ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება

ლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 17:58:00


აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის, - სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ ფაროსანას საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება.

„მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. ცილებით მდიდარი მწერების - კალიის, ხოჭოს, პეპელას მსგავსად, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები. როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი - იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდს და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამატების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღებას“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა