საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
891

ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მძღოლების საჯარიმო ქვითრები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 18:26:00

მძღოლების საჯარიმო ქვითრები, ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაშია საუბარი, რომლითაც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დამტკიცდა. 

მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საჯარიმო ქვითარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პირს ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უგზავნის.

თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.

საჯარიმო ქვითარი პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ბრუნდება, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.

„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.

საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების თანახმად, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, საჯარიმო ქვითრის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ეს ინფორმაცია ელექტრონული პროგრამის გამოყენებით მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადასახადო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე. შს მინისტრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ის ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძი
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართვ
წაკითხვა
მძღოლებისთვის ახალი შეზღუდვები წესდება, რომელთა დარღვევა 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
მძღოლებისთვის ახალი შეზღუდვები წესდება, რომელთა დარღვევა 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს
სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება
წაკითხვა
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა
ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება
ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა