საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
648

გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 21:36:00


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა.

მაიზერის თქმით, ეჭვმიტანილი, რომელიც დღეს დილით დააკავეს, ერთ-ერთ ქალაქში რამდენიმე ტერაქტის მოწყობას ერთდროულად გეგმავდა, რასაც, შესაძლოა, იმაზე მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა, ვიდრე აქამდე ევროპაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.

„დიდი მადლობა სპეცსამსახურებს, რომელთაც დაუზარელი შრომის შედეგად, მოახერხეს მისი ადგილმდებარეობის დადგენა. როგორც ირკვევა, იგი ტერაქტისთვის რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას გეგმავდა, რისთვისაც აუცილებელი მასალა მას უკვე შეძენილი ჰქონდა. ამ მასალის ნახევარზე მეტი ონლაინ, ინტერნეტით შეიძინა“, - განაცხადა ტომას დე მაიზერმა.

დღეს დილით გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 წლის პირი იამენ ა. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. იგი სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიური მიმდევარია. 

ჯერჯერობით, უცნობია, ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილ პირს გერმანიაში თანამზრახველები. ასევე, უცნობია, გერმანიის რომელი ქალაქი ჰქონდა მას შერჩეული ტერაქტის სამიზნედ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელ
წაკითხვა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
სირიაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. 
წაკითხვა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ორ ტერაქტს იემენში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე თავდასხმა ქალაქ ადენში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული. „ფრანს პრესის“ ცნობით, თავდაპირ
წაკითხვა
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ
სირიაში ტერაქტს დევნილები ემსხვერპლნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. როგორ "ფრანს პრესი" იტყობინება, პროვინცია
წაკითხვა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წაკითხვა
 ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას სასმართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ტულუზას ტერაქტის შემსრულებლის ძმას სასმართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
პარიზის სასამართლომ
წაკითხვა
მანჰეტენზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორს ბრალი წაუყენეს - დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა
მანჰეტენზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორს ბრალი წაუყენეს - დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა
უზბეკეთის მოქალაქეს, რომელმაც ნიუ-იორკში რვა ადამიანი მოკლა, ბრალი ტერორიზმში წაუყენეს. დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა. პოლიცი
წაკითხვა