საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2268

ბიბლიური „სასწაული“, რომელიც მზის დაბნელების ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი აღმოჩნდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 21:44:00

ძველი აღთქმის მეექვსე კანონიკური წიგნის — იესო ნავეს ძის წიგნის თავსატეხად ქცეული ერთ-ერთი პასაჟი, შესაძლოა, კაცობრიობის მიერ ჩაწერილი მზის დაბნელების უძველესი ფაქტი აღმოჩნდეს. ამის წყალობით კი შეიძლება დაზუსტდეს ფარაონ რამზეს დიდის ზეობის წლები. 

კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პასაჟისა და ძველეგვიპტური ტექსტების გამოყენებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს მოვლენა ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბრით დაათარიღეს. 

პასაჟი აღწერს იესო ნავეს ძის გამარჯვებას ამორიტების ხუთ მეფეზე. ტექსტის მიხედვით, ქანაანში, თანამედროვე დასავლეთ ნაპირზე, თავის მტრების დევნისას, იგი ლოცვას იწყებს. 

„მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!“, — ვკითხულობთ პასაჟში. 

„დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი. იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას“. 

მკვლევარ კოლინ ჰამფრეისის თქმით, თუკი ეს პასაჟი რეალურ დაკვირვებებს აღწერს, მაშინ ადგილი უნდა ჰქონოდა მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენას. თუმცა, იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა, ცოტა რთული საქმეა. 

„თანამედროვე თარგმანებში ეს ტექსტი იშიფრება იმ მნიშვნელობით, რომ მოძრაობა შეწყვიტეს მზემ და მთვარემ“, — აღნიშნავს იგი. 

„მაგრამ თუკი ჩავხედავთ ორიგინალ ებრაულ ტექსტს, მივხვდებით, რომ ალტერნატიული მნიშვნელობის მიხედვით, მზეს და მთვარეს უნდა შეეწყვიტათ ის ქმედება, რასაც ისინი როგორც წესი, ჩვეულებრივ აკეთებენ: შეწყვიტეს ნათება. ამ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ებრაულ სიტყვა „დადგომას“ იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ბაბილონურ სიტყვას, რომელიც უძველეს ასტრონომიულ ტექსტებში მზის დაბნელების აღსანიშნავად იყენებენ“. 

მკვლევრებმა დაიხმარეს მერენპტაჰის სტელის ძველეგვიპტური ტექსტი. გრანიტის ამ ფილაზე წარწერები შესრულებულია რამზეს დიდის ძის, ფარაონ მერენპტაჰის ზეობის მეხუთე წელს. 

ფილაზე ამოტვიფრული ტექსტი ძირითადად აღწერს მერენპტაჰის გამარჯვებას ლიბიელებზე, თუმცა ბოლო სამ ხაზში საუბარია ქანაანის კამპანიაზე, რომელსაც ბევრი სწავლული თარგმნის, როგორც „ისრაელს“. 

კემბრიჯის მკვლევრებს სჯერათ, რომ ეს ამტკიცებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ებრაელთა ყოფნას ქანაანში. 

წარსულში, მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ მოვლენა შესაძლოა მზის დაბნელებას აღწერდა; თარიღების უფრო დასაზუსტებლად, მათ ორი ტექსტიც გამოიყენეს, მაგრამ დროის იმ მონაკვეთში ვერანაირ დაბნელებას ვერ მიაგნეს. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი მზის სრულ დაბნელებას ეძებდნენ, როდესაც მთვარე მზის დისკოს მთლიანად ფარავს.  

მათ მხედველობაში არ მიუღიათ მზის რკალისებრი დაბნელება, როდესაც დიდია მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის, რის გამოც, მთვარე პატარა ჩანს და მზეს მთლიანად ვერ ფარავს — გარშემო რჩება ნათელი რკალი. 

კემბრიჯის მკვლევრებმა მათემატიკას მიმართეს. ძვ. წ. 1207 წლის 30 ოქტომბერს, მზის რკალისებრმა დაბნელებამ მოიცვა თანამედროვე კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, პორტუგალიისა და ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო, ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. 

შეიძლება ეს ადამიანთა მიერ ჩაწერილი უძველესი მზის დაბნელება არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნამდვილად არის. 

ირლანდიაში ნაპოვნია მონუმენტი, რომელზე ამოტვიფრული პეტროგლიფებიც ძვ. წ. 3340 წელს მომხდარ მზის დაბნელებას უნდა აღწერდეს; ჩინური ჩანაწერები იხსენიებს მზის დაბნელებას ძვ. წ. 22-ე საუკუნეში; ერთ-ერთ თიხის ფირფიტაზე აღწერილია ძვ. წ. 1223 წელს სირიაში მომხდარი მზის დაბნელება. 

ქანაანის მზის დაბნელებამ უნდა დააზუსტოს რემზესის ზეობის დასრულებისა და მერნაპტაჰის მეფობის დაწყების თარიღები. 

„უძველესი მსოფლიოს მოვლენების თარიღების დასადგენად, მზის დაბნელებებს ხშირად იყენებენ“, — განმარტავს ჰამფრეიესი. 

ორივე ფარაონის ზეობის ხანგრძლივობა უძველეს ჩანაწერებში მოხსენიებულია, თუმცა უცნობია დაწყებისა და დასრულების თარიღები. მზის დაბნელებაზე დაყრდნობით ჩატარებული გათვლებით, მკვლევრებმა მერნაპტაჰის ზეობის დასაწყისი ძვ. წ. 1210 ან 1209 წლით დაათარიღეს, ანუ რამდენიმე წლით გვიან, ვიდრე მანამდე მიაჩნდათ. 

რამზეს დიდის ზეობის პერიოდი კი განისაზღვრა ძვ. წ. 1276-1210 წლებით; ცდომილება ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი წელი აღმოჩნდა.  

კვლევა ჟურნალ Astronomy & Geophysics-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორ გამოიყურებოდა მზის სრული დაბნელება კოსმოსიდან და დედამიწიდან —  NASA-ს ფოტო-ვიდეო მასალა
როგორ გამოიყურებოდა მზის სრული დაბნელება კოსმოსიდან და დედამიწიდან — NASA-ს ფოტო-ვიდეო მასალა
გუშინ, აშშ-ში
წაკითხვა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია მთვარისგან წარმოქმნილმა უზარმაზარმა ჩრდილმა დაფარა. &l
წაკითხვა
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
რამდენიმე საათში, აშშ-ში მზის სრული დაბნელება მოხდება
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ტერიტ
წაკითხვა
აშშ მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება - პირველად საუკუნის შემდეგ
აშშ მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება - პირველად საუკუნის შემდეგ
პირველად თითქმის საუკუნის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები მზის სრული დაბნელებისთვის ემზად
წაკითხვა
ინდონეზიაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში მზის დაბნელება იხილეს
ინდონეზიაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში მზის დაბნელება იხილეს
ინდონეზიის, ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების მილიონობით მოსახლე მზის დაბნელების მოწმე გახდა. 
წაკითხვა
ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ
ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ - დაწესებულების კოლექტივი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ავ
წაკითხვა
საბერძნეთის ახალი პრემიერი ცერემონიაზე უჰალსტუხოდ მივიდა და ფიცი  ბიბლიაზე არ დადო
საბერძნეთის ახალი პრემიერი ცერემონიაზე უჰალსტუხოდ მივიდა და ფიცი ბიბლიაზე არ დადო
საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებული პარტია "სირიზას" ლიდერი ალექსის ციპრასი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. 40 წლის პრემიერი ცერემონიაზე უჰალსტუხოდ მივიდა.  
წაკითხვა