საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
432

ელექტროენერგიის მიღების ინდექსით „Doing Business “-ის ანგარიშში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-31 22:30:00

მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „Doing Business 2018“-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30 ადგილზე გადაინაცვლა. 

სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველოს პოზიციების დაწინაურებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ 2016-2017 წლებში გატარებულ რეფორმებს. 

„სემეკის რეგულაციებით, გამარტივდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურები, რაც “Doing Business”-ის გუნდის მიერ აღიარებულ იქნა 3 კონტაქტის პროცედურად. ამ კუთხით, საქართველო გაუტოლდა მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, შვედეთი, გერმანია. 

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურების გამარტივება განხილულია სს „თელასის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. „Doing Business 2018“-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემცირებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. კერძოდ, ანგარიშში საუბარია 0.380 კვ ძაბვის საფეხურის, 120-150 კვტ/სთ-ის სიმძლავრის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფაზე, რომლის საფასურიც შემცირებულია 15 254 ლარამდე (დღგ-ის გარეშე). 

აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ მიღებული წესების თანახმად, დადგენილია ქსელზე მიერთების ვადები შესაბამისი სიმძლავრეების მიხედვით. კომპანიის მიერ ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ ქსელზე მიერთების საფასური ნახევრდება. ვადების განმეორებითი დარღვევისას საფასური ნულდება, ხოლო მომდევნო ჯერზე დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, მომხმარებელზე გასცეს კომპენსაცია.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცესსა და წესების დაცვას კომპანიის მხრიდან სემეკი ახალი პროგრამის - კომერციული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სისტემის საშუალებით რეალურ დროში აკვირდება. პროგრამას “Doing Business”-ის გუნდმა მაღალი შეფასება მიეცა. ახალი პროგრამის საშუალებით კომისია რეალურ დროში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებში შესული განაცხადების რეგისტრაციისა და კომპანიის მიერ მათზე რეაგირების პროცესებს. 

კომისიის მიერ განსაზღვრული სტანდარტები დარღვევისას ავტომატურად ხდება მომხმარებლებისთვის კომპენსაციების დარიცხვა, ხოლო მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში - საფასურის განახევრება. პროგრამას სემეკი 2016 წლიდან ახორციელებს“, - აღნიშნულია სემეკის ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩება
4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩება
4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით
წაკითხვა
სემეკ-მა ოთხ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა
სემეკ-მა ოთხ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ოთხ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა. სემეკ-მა თბ
წაკითხვა
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - სხდომა სემეკ-ში
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - სხდომა სემეკ-ში
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი - ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის მწა
წაკითხვა
სემეკი თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 22 სექტემბერს თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტი
წაკითხვა
გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2976 აბონენტს წი
წაკითხვა
ქარიშხალ „მარიას“ გამო, პუერტო-რიკო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ქარიშხალ „მარიას“ გამო, პუერტო-რიკო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ქარიშხალ „მარიას“ გამო, პუერტო-რიკო ელექტ
წაკითხვა
ელექტროენერგიის იმპორტი აგვისტოში ექსპორტზე მეტი იყო
ელექტროენერგიის იმპორტი აგვისტოში ექსპორტზე მეტი იყო
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ელე
წაკითხვა
კახეთში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი პირველი სექტემბრიდან გაეზრდება - რას აცხადებენ ადგილობრივები
კახეთში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი პირველი სექტემბრიდან გაეზრდება - რას აცხადებენ ადგილობრივები
კახეთის ენ
წაკითხვა