საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
659

გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

გამოქვეყნებულია 2017-11-01 00:42:00

ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს. 

„ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი “ესტონკა”, სადაც ჩვენი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ და რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს სოფლად ითვლებოდა აფხაზეთში. 

სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისთვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.

მე კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენ მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისთვის. ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. 

„რამდენიმე დღის წინ ზაზა ურუშაძისა და ივო ფელტის ფილმის „აღსარება“ პრემიერას დავესწარი. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი წინა ნამუშევარი „მანდარინები“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ჩვენი ხალხების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. 

ერთობლივი მუშაობა იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ის დაფუძნებულია ღია კომუნიკაციასა და ურთიერთგაგებაზე. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფებმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს, რაც წარმოადგენს ჩვენი აზროვნების თანხვედრის ასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ბრწყინვალე და უაღრესად ღირებული ნამუშევრის შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ამასთანავე შეგვწევს უნარი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, როგორც უდიდესი პოეტი შოთა რუსთაველი იტყოდა: „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“. ამგვარად, დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სულიერი სიახლოვე მით უფრო მჭიდროა ვიდრე წარმოვიდგენდით” - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს  ულოცავ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა