საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1047

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიაში ამაღამ პუიჩდემონის მთავრობის წევრები დაბრუნდებიან

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 01:38:00

გავრცელებული ინფორმაციით, ამაღამ კატალონიაში რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის მთავრობის წევრები დაბრუნდებიან. მათ ბრიუსელში სასტუმრო, ადგილობრივი დროით, 20:00 საათზე დატოვეს. პუიჩდემონის მთავრობის წევრების თვითმფრინავს მადრიდის აეროპორტში ერთ საათში ელოდებიან. 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიაში კარლეს პუიჩდემონი ბრუნდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ პუიჩდემონის მთავრობის წევრები ჩავიდოდნენ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აეროპორტში პუიჩდემონის მთავრობის მხარდამჭერები არ იმყოფებიან.

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილმა ლიდერმა 31 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში თავშესაფრის მისაღებად არ ჩასულა. 

პუიჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის, სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება. 

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი. 

27 ოქტომბერს კარლეს პუიჩდემონის მთავრობამ ფორმალური კენჭისყრის შედეგად კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხმები 70 - 10-ის წინააღმდეგ გადანაწილდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად კატალონიის პარლამენტი დატოვეს.

27 ოქტომბერს რამდენიმე საათში ცენტრალურმა მთავრობამ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებას და ცენტრალური მთავრობისგან პირდაპირი კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ოფიციალურმა მადრიდმა ამავე კანონის ფარგლებში დაითხოვა კატალონიის მთავრობა.

კატალონიაში 21 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი.


კადრები მადრიდის აეროპორტიდან, სადაც ერთ საათში პუიჩდემონის მთავრობის წევრებს ელოდებიან



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლებ
წაკითხვა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი  მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონისა და ბელგიაში მასთან ერთად მყოფი მინისტრთა კაბინე
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი 21 დეკემბერს
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის მომხრეები ბრიუსელში, ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ - ფოტო/ვიდეო
კარლეს პუიჩდემონის მომხრეები ბრიუსელში, ევროპულ საბჭოსთან აქციას მართავენ - ფოტო/ვიდეო
ამ წუთებში ბრიუსელში, ევროპული საბჭოსთან,
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო დადგენილების მოლოდინშია
კარლეს პუიჩდემონის სასამართლო დადგენილების მოლოდინშია
ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონის მის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილების მოლოდინშია. 
წაკითხვა
ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
ეს არის უდიდესი შეცდომა - კატალონიის ყოფილი ლიდერი თანამებრძოლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს
კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მ
წაკითხვა