საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
839

რვა დაღუპული და 15 დაშავებული - მანჰეტენზე თავდასხმას პოლიცია, ამ ეტაპზე, ტერორისტულ აქტად განიხილავს

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 01:58:00

მანჰეტენზე ველობილიკზე მინიავტობუსის შევარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის არიან მოზარდებიც. ნიუ-იორკში მოქალაქეების მიმართულებით სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. იგი 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობდა.

მამაკაცი ადგილობრივი დროით 15:00-ზე მანჰეტენის სამხრეთით, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ველობილიკზე მინიავტობუსით შევარდა, სადაც ფეხითმოსიარულეებსა და ველოსიპედიან მოქალაქეებს დაეჯახა. 

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა მათ ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული, ხოლო სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა პოლიციამ მისი მიმართულებით გაისროლა.

დაჭრილი თავდამსხმელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ამ ეტაპზე ტერორისტულ აქტად განიხილება, თუმცა საბოლოო კვალიფიკაცია არ მინიჭებია. თავდასხმის ადგილზე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ.

ნიუ-იორკის მერმა ბილი დე ბლასიომ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, სულიერად გატეხონ ნიუ-იორკის მოსახლეობა.

„მაგრამ მათ არ იციან, როგორი ძლიერები არიან ნიუ-იორკელები.“ - აღნიშნა მერმა.

დე ბლასიომ მოსახლეობას მოუწოდა, ითანამშრომლონ პოლიციასთან და თუ მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქვთ, სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემ
წაკითხვა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ
წაკითხვა
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მანჰეტენზე მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წაკითხვა
მანჰეტენზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორს ბრალი წაუყენეს - დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა
მანჰეტენზე მოწყობილი ტერაქტის ორგანიზატორს ბრალი წაუყენეს - დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა
უზბეკეთის მოქალაქეს, რომელმაც ნიუ-იორკში რვა ადამიანი მოკლა, ბრალი ტერორიზმში წაუყენეს. დონალდ ტრამპი მისი სიკვდილით დასჯის მომხრეა. პოლიცი
წაკითხვა
სროლას კოლორადოს შტატში ორი ადამიანი ემსხვერპლა
სროლას კოლორადოს შტატში ორი ადამიანი ემსხვერპლა
სროლას კოლორადოს შტატში ორი ადამიანი ემსხ
წაკითხვა
ტერაქტი ნიუ იორკში - დაიღუპა რვა და დაშავდა 11 ადამიანი
ტერაქტი ნიუ იორკში - დაიღუპა რვა და დაშავდა 11 ადამიანი
რვა დაღუპული და 11 დაშავებული. ასეთია ნიუ იორკში მოწყობილი მორიგი  ტერაქტის შედეგი. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა