საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1145

პუიჩდემონის ნაცვლად, ბარსელონაში მისი მთავრობის შს მინისტრი ჩავიდა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 02:28:00

ბარსელონაში პუიჩდემონის ნაცვლად, მისი მთავრობის მხოლოდ ერთი წევრი - შს მინისტრი ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში კატალონიის ავტონომიური მთავრობის ყოფილი მეთაურიც აპირებდა ჩასვლას, თუმცა ის, ჯერჯერობით, ბრიუსელში რჩება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იწყება, პუიჩდემონის გადაყენებული მთავრობის შს მინისტრის აეროპორტში მხარდამჭერები არ დახვედრიან, თუმცა იქ შეკრებილი იყვნენ ერთიანი ესპანეთის მომხრეები, რომლებმაც ყოფილი შს მინისტრი გააცილეს შეძახილებით: „კატალონია ესპანეთია“.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიაში კარლეს პუიჩდემონი ბრუნდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ პუიჩდემონის მთავრობის წევრები ჩავიდოდნენ.

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილმა ლიდერმა 31 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიაში თავშესაფრის მისაღებად არ ჩასულა. 

პუიჩდემონმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის, სასამართლოს წინაშე წარდგეს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართება. 

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი. 

27 ოქტომბერს კარლეს პუიჩდემონის მთავრობამ ფორმალური კენჭისყრის შედეგად კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხმები 70 - 10-ის წინააღმდეგ გადანაწილდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად კატალონიის პარლამენტი დატოვეს.

27 ოქტომბერს რამდენიმე საათში ცენტრალურმა მთავრობამ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებას და ცენტრალური მთავრობისგან პირდაპირი კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ოფიციალურმა მადრიდმა ამავე კანონის ფარგლებში დაითხოვა კატალონიის მთავრობა.

კატალონიაში 21 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათ ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში, დაუმორჩილებლობასა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლებ
წაკითხვა
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
წაკითხვა
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pai
წაკითხვა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი  მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონისა და ბელგიაში მასთან ერთად მყოფი მინისტრთა კაბინე
წაკითხვა