საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2521

დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 04:01:00

დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა SOU festival-ის წარმომადგენლებსა და ქართველ მსმენელს მადლობა ინსტაგრამზე ქართული ტექსტით გადაუხადა.

მუსიკოსმა მადლობის ტექსტი სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებული ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა.

ისლანდიელმა მუსიკოსმა ქართველი მსმენელისთვის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, უახლესი ნამუშევრიდან „Vulnicura”-დან შეასრულა ჰიტები. 

„Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. 

კონცერტი მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან. 

თბილისი მეოთხე ქალაქია, სადაც ბიორკი 2017 წელს კონცერტს მართავს. ლეგენდარული მუსიკოსის კოსტიუმებსა და ნიღაბზე მისი გუნდის უცვლელმა წევრმა იზრუნა. 

თბილისში ბიორკი 12-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ჯეიმს მერი. ბრიტანელი დიზაინერი და ხელოვანი, რომელიც მუსიკოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ბიორკისთვის სასცენო სამოსსა და აქსესუარებს ქმნის.

ბიორკმა დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში იმღერა. 3 ნოემბერს კი არტისტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარდგება მაყურებლის წინაშე. 

როგორც SOU festival-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისლანდიელი მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით, შესაბამისად, კონცერტის გარდა, დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში ბიორკის მოგზაურობა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
„მოგზაურობა გულისკენ“ - კეიკო მაცუი თბილისში კონცერტის გასამართად ემზადება
8 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზ
წაკითხვა