საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
297

სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 10:16:00


Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის ადვოკატებმა სენატის ტერორიზმისა და დანაშაულის აღკვეთის კომიტეტში ინტერნეტში რეგისტრირებული ე.წ. ტროლების შესახებ ჩვენება მისცეს. ისინი ამტკიცებენ, რომ სოციალურ ქსელებში ათი ათსობით ყალბი ანგარიშია გახსნილი. 

სენატში მოსმენა თემაზე „ექსტრემისტული კონტენტი და რუსული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

სოციალური ქსელების გიგანტი კომპანიების ადვოკატებს არაერთ კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა. კითხვა, თუ რატომ ვერ შენიშნეს 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო პერიოდში მომრავლებული ყალბი ანგარიშები ან პროპაგანდისტული ჯგუფები, ან რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები, ადვოკატებმა უპასუხოდ დატოვეს. 

ადვოკატებს სენატში 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში მოუსმინეს. 

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ არსებული კანონები არ მუშაობს. მისი ინიციატივაა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით, სოციალური ქსელებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდეს. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2015-2017 წლებში Twitter-ში 36 746 ყალბი ანგარიში შეიქმნა, რომლებზეც, საერთო ჯამში, მილიონ-ნახევარი დეზინფორმაციის შემცველი მინიბლოგი გამოქვეყნდა. ამავე პერიოდში 80 000 ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Facebook-ში, ხოლო Youtube-ზე 2016 წელს 2000 პროპაგანდისტული ვიდეო აიტვირთა, რომლის სამიზნე სწორედ ამერიკული საზოგადოება იყო. 

წყარო: CNN

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამ
წაკითხვა
ირლანდიის სენატის თავმჯდომარე - შემაშფოთებელია, რაც ვნახე გამყოფ ხაზზე
ირლანდიის სენატის თავმჯდომარე - შემაშფოთებელია, რაც ვნახე გამყოფ ხაზზე
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე საოკუპაციო ზო
წაკითხვა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ირლანდიის სენატის თავმჯდომარე პრემიერს ხვდება
საქართველოში ვიზიტად მყოფი ირლანდიის სენატის თავმჯდომარე პრემიერს ხვდება
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლა
წაკითხვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი როჯერ სტოუნი CNN-ის წამყვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, მიკრობლოგ Twitter-ში დაბლოკეს
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი როჯერ სტოუნი CNN-ის წამყვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, მიკრობლოგ Twitter-ში დაბლოკეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გავლენიანი მხარდამჭერი როჯერ სტოუნი CNN-ის წამყვანისთვის შე
წაკითხვა
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის წარმომადგენლებს მოუსმენს
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის წარმომადგენლებს მოუსმენს
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი 31 ოქტომბერს „რუსეთის საქმესთან“ დაკავშირებით, სოციალური ქს
წაკითხვა
ესპანეთის სენატის გადაწყვეტილება - რა ზომებს ითვალისწინებს კატალონიისთვის ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება
ესპანეთის სენატის გადაწყვეტილება - რა ზომებს ითვალისწინებს კატალონიისთვის ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება
მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლა ესპანეთია. ქვეყნის სენატმა კატალონიის სამთავრობო ინსტიტუტებზე
წაკითხვა
მარია ზახაროვა - რუსეთის მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს
მარია ზახაროვა - რუსეთის მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის მთავრობა
წაკითხვა