საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
504

ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:15:00 განახლებულია 2017-11-01 12:19:00


ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული შვიდი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. 

დაკავებიდან თითქმის ხუთი საათის შემდეგ, ისინი ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ნაცემია. 

უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გაუგებარია თუ რატომ იმყოფებიან იზოლატორში, ვინაიდან მათი დაკავების მუხლის შესაბამისი დანაშაული არ ჩაუდენიათ. საუბარია პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაზე. 

დაკავებულები ქართველთა მარშის მიერ გუშინ გამართული აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. ამის მიზეზად კი ფედერაციის მხრიდან ფეხბურთელ გურამ კაშიასადმი გამოცხადებულ მხარდაჭერას ასახელებდნენ. კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით იასპარეზა. 

აქციის მონაწილეებმა ფედერაციასთან პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დაწვეს, მოგვიანებით კი შენობაში მაშხალები შეყარეს, რასაც სამართალდამცველთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით რამდენიმე აქტივისტის დაკავება მოჰყვა. 

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პროცესზე ქართველთა მარშის წარმომადგენლები დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს - ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ექვსი
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილმა გურამ კაშიაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა - ყველა ადამიანი, ვისაც თავისუფლების, როგორც უმაღლესი ღირებულების სჯერა, ვალდებულია, მეორე ადამიანის თავისუფლება დაიცვას
გიორგი მარგველაშვილმა გურამ კაშიაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა - ყველა ადამიანი, ვისაც თავისუფლების, როგორც უმაღლესი ღირებულების სჯერა, ვალდებულია, მეორე ადამიანის თავისუფლება დაიცვას
ყველა ადამიანი, ვისაც თავისუფლების, როგორ
წაკითხვა
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ერ
წაკითხვა
„ქართული მარშის“ ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ადანაშაულებენ
„ქართული მარშის“ ლიდერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ადანაშაულებენ
ქართული მარშის ლიდერები ფ
წაკითხვა
სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს ერო
წაკითხვა