საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
624

საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:04:00

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარემ, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც ის თავის ქართველ კოლეგას შეხვდა. 

შეხვედრის დროს საქართველოსა და საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ძალიან აქტიურად ვითარდება და საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ მეგობრულად განწყობილ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გაყვანა. 

„თანამშრომლობის გაღრმავებისთვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მისი უმაღლესობის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა ძალიან კარგი დასაწყისია, მომავალში უფრო მჭიდრო მეგობრობის ჩამოყალიბებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარის, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშმის განცხადებით კი იმისათვის, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყველა მხარისგან მიიღებს ინფორმაციას, თუ რა სფეროში იქნება შესაძლებელი საქართველოსთან მეტი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარი ტურიზმის ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, საუდის არაბეთი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებას სწორედ ამ სფეროში გეგმავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხ
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ
წაკითხვა
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წე
წაკითხვა
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. &
წაკითხვა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა