საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
459

თბილისში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:18:00

ამ წუთებში ​საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“.

ღონისძიების პირველ ნაწილში ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა. ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კადრი სიმსონმა გააცნო.

ღონისძიების ბოლოს, სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვლენ. ბიზნესფორუმის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანია.

ესტონეთის ბიზესდელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ესტონური ბიზესდელეგაციის შემადგენლობაშია 34 წევრი და დელეგაციას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

„დღევანდელ ფორუმზე სექტორების ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი. საქართველოს მხრიდან 120 კომპანია მონაწილეობს. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ საქართველოში პარტნიორის მოძიებას და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებას“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, ესტონეთის დელეგაციის მხრიდან წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, ლოგისტიკა, გადაზიდვები, კვების მრეწველობა, სამშენებლო სექტორი, არქიტექტურული კომპანიები და ფინანსური სექტორი. 

ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი. ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 

„ჩვენ ესტონეთი მხარს გვიჭერს ყველა მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. არის რამდენიმე მსხვილი პროექტი უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც საქართველოში ესტონური ინვესტიციაა. განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებას, როგორ შეიძლება ჩაერთონ ესტონელები ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე, როგორ გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა“, - განაცხადა ალავიძემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „იყიდე ქართული“ გაიმართა
თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „იყიდე ქართული“ გაიმართა
თბილისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „იყიდე ქართული“ გაიმართა. ღონისძიების ინიციატორია მოძრაობა KAR.GE. 
წაკითხვა
საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს
საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა
წაკითხვა
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება
თბილისში, სასტუმრო „
წაკითხვა
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გვახარიამ და იტალიის ეკონომიკ
წაკითხვა
ქართული დელეგაცია ჩინეთში მიმდინარე ბიზნესფორუმში მონაწილეობს
ქართული დელეგაცია ჩინეთში მიმდინარე ბიზნესფორუმში მონაწილეობს
ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში მიმდინარე უმსხვილეს ბიზნესფორუმში მონაწილეობს. 
წაკითხვა
თბილისში მიმდინარე  ბიზნესფორუმს 44 ჩინური კომპანიის 80-მდე ბიზნესმენი ესწრება
თბილისში მიმდინარე ბიზნესფორუმს 44 ჩინური კომპანიის 80-მდე ბიზნესმენი ესწრება
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმე
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია
საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ნათლად ევროპული ქვეყნებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნა
წაკითხვა