საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
338

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრამდე გადაიდო

მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:23:00


თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი 10 ნოემბრამდე გადაიდო. სასამართლომ სხდომის გადადების მიზეზად საქმეში ახალი ადვოკატის, ნანა ფილაურის ჩართვა დაასახელა, თუმცა უფლებადამცველები პროცესის გადადებას მის დაწყებამდეც ითხოვდნენ, იმ მოტივით, რომ ბრალდბული პროცესს არ ესწრებოდა.

სხდომაზე მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც აბესაძე აცხადებდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, თუმცა არ იყო წარმოდგენილი ექიმის მიერ გაცემული ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

სხდომის გადადებას არ დაეთანხმა პროკურორი. სახელმწიფო ბრალდებას დღეს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი უნდა დაეკითხა, რომელიც აბესაძის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა მოსამართლე დაეთანხა დაცვის მხარეს და პროცესი გადაიდო.

შემდეგ პროცესზე დაცვის მხარემ შესაძლოა, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს და აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა წარმოადგინოს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა