საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
578

გიორგი გახარია - დღეს საქართველო ელიტარული ქვეყნების კლუბშია, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:35:00

მსოფლიო ბანკის  2018 წლის Doing Business -ის რეიტინგში, რომელიც განიხილავს 190ქვეყნის რეიტინგს საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს გარემოს და ჩვენი საინვესტიციო კლიმატისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება. 

"ჩვენი წინსვლა არის მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ისეთ კრიტერიუმებში, როგორიც არის გადახდის უუნარობის შემთხვევეში კომპანიების ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს ეწყობა ხელი, რომ დაიწყონ და განახორციელონ საქმიანობა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორი და ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი „დრაივერი“, ეს არის ის ნაწილი ჩვენი ეკონომიკისა, რომელიც დღეს იზრდება და ჩვენი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, არის სწორედ ამ კომპანიების დამსახურებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებში წინსვლა არის სასიხარულო შედეგი ერთობლივი მუშაობის", - განაცხადა გახარიამ. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, რეიტინგს აქვს კონკრეტული დატვირთვა, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს კომპანიისთვის.

"Douing business აქვს სულ 10 რეიტინგი, ამ ათი რეიტინგიდან, ჩვენ შევძელით წინსვლა გვქონოდა 6-ში, 4-ში საერთოდ არ შეგვიცვლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი კრიტერიუმით რომელსაც Douing business-ი აფასებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ჩვენ შარშან ვერ გვაჯობა. ექვს კრიტერიუმში ჩვენ გვქონდა გაუმჯობესება, მაგრამ 4-ში გაუარესება არ გვქონია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. გამოდის, რომ ევროპის და აზიის რეგიონში საქართველო არის ყველაზე რეფორმისტული ქვეყანა. ეს უკვე ფაქტია. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, Douing business-ი არის ყველაზე კომპლექტური რეიტინგი და სხვადასხვა რეიტინგები როგორიც არის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ა.შ დიდწილად ეყრდნობა ამ კვლევებს", - განაცხადა გახარიამ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი გახარია - კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია
გიორგი გახარია - კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია
კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია
წაკითხვა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების  70 % შესრულებულია
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების 70 % შესრულებულია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საქართველოში პირველი ტვირთის გადაზიდვა დაახლოებით ორ თვეში მოხდება. 
წაკითხვა
გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია
გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაა
წაკითხვა
გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელთან ერთად თბილისისდან კარწახამდე მიემგზავრება
გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელთან ერთად თბილისისდან კარწახამდე მიემგზავრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვით
წაკითხვა
გიორგი გახარია -  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი
გიორგი გახარია - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი
დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რამეთუ ძალიან მოკლე ვადაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მ
წაკითხვა
სამინისტროების ნაწილის ორთაჭალის ტერიტორიაზე გადასვლა ძალაში რჩება
სამინისტროების ნაწილის ორთაჭალის ტერიტორიაზე გადასვლა ძალაში რჩება
სამინისტროების ნაწილის ორთაჭალის ტერიტორი
წაკითხვა
რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ლარიზაციის პროგრამა - რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს
რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ლარიზაციის პროგრამა - რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს
რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ლარიზაციის პროგრამა: მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბოლო შვიდი თვის მონაცემებით კმაყოფილია. 
წაკითხვა