საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1916

პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის

გამოქვეყნებულია 2017-11-01 12:42:00

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულმა სამსახურმა, შემდეგ კი, რამდენიმე აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 26 ოქტომბერს გარდაბანში მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

ინფორმაციის წყაროდ რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს მითითებული ჰქონდა პირველი არხი, კერძოდ „მოამბის“ სიუჟეტი, სადაც 2014 წლის მაისში მომხდარ ფაქტზეა საუბარი.

პირველი არხის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა რადიო “თავისუფლების“ აზერბაიჯანულ სამსახურს, აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს და განუმარტა, რომ პირველ არხს 2017 წლის 26 ოქტომბერს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და "მოამბის" სიუჟეტი, რომელიც ინფორმაციის წყაროდ არის მითითებული, 2014 წლის მაისშია მომზადებული.

მიმართვის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო “თავისუფლებამ", ინფორმაცია საიტებიდან მოხსნეს და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს.

ამასთან, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ასევე გაავრცელა რადიო „თავისუფლების“ მასალა, ინფორმაციის საიტიდან აღების შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ გარდაბნის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს დაემთხვა.  

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდზე განთავსდა შესაბამისი განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რადიო „თავისუფლება“ აღიარებს შეცდომას, არასწორი ინტერპრეტაციისთვის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში არ განმეორდეს.

„30 ოქტომბერს რადიო „თავისუფლების“ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში საქართველოში, გარდაბანში აზერბაიჯანელებსა და სვანებს შორის დაპირისპირების შესახებ ვიდეორეპორტაჟი გავიდა. აღნიშნული ვიდეო აზერბაიჯანში უამრავი ვებგვერდის მხრიდან, წყაროს მითითების გარეშე, იმწამსვე გავრცელდა და დამატებითი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. აღნიშნული რეპორტაჟი რადიო „თავისუფლების“ პროფესიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და ყველა რესურსიდან წაიშალა. გავრცელებულ ვიდეორეპორტაჟს ერთვოდა რამდენიმე წლის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იმ პერიოდში მომზადებული მასალა, მაგრამ არ იყო აღნიშნული, რომ ეს მასალა იყო საარქივო. აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით, საქართველოში სახალხო მოძრაობის, „გეირათის“ ხელმძღვანელ ალიბალა ასკეროვთან ჩაწერილ ინტერვიუსა და გამოყენებულ ვიდეოს შორის უზუსტობა ვიდეორეპორტაჟის არასწორად აღქმის მიზეზი გახდა. რადიო „თავისუფლება“ აღიარებს შეცდომას და არასწორი ინტერპრეტაციისთვის მომხმარებლებსა და პარტნიორებს ბოდიშს უხდის. გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში არ განმეორდეს“, - ნათქვამია რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ განმარტებაში.

ამასთან, რადიო “თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის რედაქტორმა, ნატიკ ზეინალოვმა  პირველ არხს გამოუგზავნა წერილიც, სადაც „შექმნილი უხერხულობისთვის“ ბოდიშს იხდის. 


„თქვენი შენიშვნის საფუძველზე ჩატარდა ხელახალი გადამოწმება. მართლაც, გარდაბანთან დაკავშირებული ვიდეორეპორტაჟი რადიო „თავისუფლების“ პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა. ამიტომაც აღნიშნული რეპორტაჟი დაუყოვნებლივ წაიშალა რადიოს კუთვნილი ყველა  პლატფორმიდან, შესაბამისი შესწორება და ბოდიში გამოქვეყნდა რადიოს ოფიციალურ საიტზე, რადიოს ყველა სოციალური ქსელში. შექმნილი უხერხულობისთვის,  შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. პატივისცემით, ნატიკ ზეინალოვი“, - ნათქვამია ნატიკ ზეინალოვის წერილში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
 ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ ა
წაკითხვა
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას საქართველოში პირველი არხი უზრუნველყოფს. <
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის ბორდმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებას შეიძენს
პირველი არხი რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩე
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების  საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში მიმდინარეობს
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“ - მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ბათუმში მიმდინარეობს
პირველი არხი ახალ პროექტ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს
პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ
წაკითხვა