საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1013

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-11-01 13:21:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა სასურველია სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის  სრულად ამოქმედება. ყურადღება დაეთმო სექტორულ თანამშრომლობას. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ასპექტების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ქვეყანში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო  ორგანიზაციები და რეიტინგები ადასტურებენ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ.

,,ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია, თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებაც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველო წარსდგება, როგორც ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა. 

პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოფიციალური ტალინი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი აფასებს ესტონეთის პრეზიდენტის მიერ  საქართველოს მხარდაჭერ განცხადებებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა