საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
774

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა

გამოქვეყნებულია 2017-11-01 14:18:00

საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ესტონელი მეგობრების მხრიდან მხარდაჭერასა და თანადგომას. 

„თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისათვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს. 

ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი-სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად, გვიახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობების შესწავლის სურვილი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც შეძლებს. 

„ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია - ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირე რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულებით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც

ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) გაფორმება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა