საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1048

ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს 

ლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 17:39:00

ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მოაწერა პირველ საგარანტიო შეთანხმებას პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეთანხმების წყალობით, რომელიც მოიცავს 300 მილიონი ლარის (100 მილიონი ევრო) ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას, მცირე და საშუალო საწარმოები აღნიშნული ქვეყნებიდან ისარგებლებენ ფინანსებთან უფრო იოლი და უკეთესი ხელმისაწვდომობით. "პროკრედიტ ბანკს" უკვე აქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოები თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიით უზრუნველყოს, რაც შეამცირებს მათ ხარჯებს და დამატებით გადასახადს.

მათივე ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა “ევროკავშირი ბიზნესისათვის” (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს. ევროკავშირი, EU4business პროგრამის მეშვეობით ეხმარება კომპანიებს 1) ფინანსური მხარდაჭერით, 2) ტრენინგებით, 3) ახალ ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობით. 2009 წლიდან მოყოლებული 2.1 მილიარდი ლარი (711 მილიონი ევრო) გამოიყო 63,000 ქართული კომპანიისთვის, მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის.

"მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მათი დაფინანსებით ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციასა და დასაქმებას. აღნიშნული საგარანტიო შეთანხმებები ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან, პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან, დაგვეხმარება იმ ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებთან დაახლოებაში, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული და ვუზრუნველყობთ მათ მიერ გრძელვადიან დაფინანსებებთან მზარდ ხელმისაწვდომობას, რათა შეძლონ განავითარონ ახალი პროექტები და გაზარდონ შემოსავალი", - განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა სახის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ევროკავშირი ქართულ ბიზნესებს: 

მეტი წვდომა ფინანსებზე

ადგილობრივ ვალუტაში სესხების მხარდაჭერა

სუბსიდირებული დაფინანსება ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციებისთვის

სუბსიდირებული დაფინანსება აღჭურვილობის შესაძენად ან განსაახლებლად

სესხები ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის

მიკრო კრედიტები მცირე ბიზნესის დასაწყებად ან გასავითარებლად

უკეთესი ბიზნეს უნარ-ჩვევები

საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა კომპანიებისთვის - ადამიანური რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), მენეჯმენტი, ბიზნეს მოდელები და ა.შ.

ტრენინგები ძირითად სფეროებში მეწარმეების უნარების გასაუმჯობესებლად

მორგებული ტრენინგები და მენტორული პროგრამები ქალი მეწარმეებისათვის

ახალ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება

ბიზნეს კონსულტაცია და ტრენინგები ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის

კომპანიების მხარდაჭერა, რომ მოახდინონ ადაპტირება და ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტი.

სოფლის მეურნეობისა და საკვების მრეწველობის მხარდაჭერა, რათა ისარგებლონ ევროკავშირის ბაზრით.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული მხარდაჭერით უკვე ისარგებლა 

ავტომობილების იმპორტიორმა „ASP-GEORGIA“ - მ მიიღო ევროკავშირის დაფინანსება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო მომსახურება მისი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 71%-ით და კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 90%-ით. 

ტურისტული კომპანიამ "ლოპოტა ტურ სერვისი" მიიღო ევროკავშირის დაფინანსება საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემის გასაუმჯობესებლად. შედეგად, მან გააორმაგა კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 55-დან 117-მდე.

სამედიცინო ცენტრმა „სამედიცინო ჰოლდინგი 23” ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო მომსახურების დახმარებით, გააუმჯობესა და უფრო ეფექტური გახადა მისი შიდა მენეჯმენტი. შედეგად, კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო ხარისხის მართვის სერთიფიკატი ISO 9001.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია. საქართველო პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს
ძალიან მიხარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ამ გადაწვეტილებას დასჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ მივედით მიზნამდე და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უკვე მ
წაკითხვა
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის
წაკითხვა
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სამოქ
წაკითხვა
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იანოშ ჰერმანი - იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება
იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუც
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონ
წაკითხვა