საზოგადოებრივი
104.5 FM
405

ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება

ნინო ფისაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 18:16:00


პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. იკითხება ტრაილერის მძღოლი გიორგი ღლონტი. მოწმემ მოყვა, როგორ გადაკეტა გზა და ვისი მოთხოვნით, ასევე სად გაჩერდა ევაკუატორი და სად იდგა ამ დროს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. გიორგი ღლონტმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც, მისი თქმით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მას ემუქრებოდა.

ბრალდების მხარეს აინტერესებდა, დარჩენილი იყო თუ არა გასასვლელი ტრაილერით გზის გადაკეტვის შემდეგ და დაინახავდა თუ არა მას გარდაცვლილი. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ევაკუატორი ისე ეყენა, რომ გასასვლელი არ ჩანდა.

მოწმის დაკითხვის დაწყებამდე, დაცვის მხარემ სასამართლოს სპეციალური განცხადება გააცნო და ბექა და გიორგი ხახუბიების დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 27ოქტომბერს გამართულ პროცესზე უფლებამონაცვლის სახით დაკითხული გიორგი ხახუბიამ დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი ძმის გარდაცვალებამდე მათი დაჯარიმება სისტემატურად ხდებოდა. 

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილსა და ზურაბ რუსიშვილს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ბრალი სსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა