საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2325

ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-01 18:50:00

ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს (თითოეულ ჯგუფში - მინიმუმ ერთს) პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. - ეს არის ერთ ერთი მოთხოვნა. რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში არის გაწერილი. სტანდარტები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და დღეს 1 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები განსაზღვრავს თუ რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს გარემო. მისი დაცვა სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა).

სტანდარტები აერთიანებს სამი სახის სტანდარტს: 

ა) ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტს;

ბ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტს

ვრცელ დოკუმენტში, უსაფრთხოება და დაცულობა ცალკე თავადაა წარმოდგენილი

მათ შორის აღნიშნულია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. დოკუმენტში ასევე წერია,რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები. სტანდარტებში საუბარია ბავშვთა უფლებებზეც და მოცემულია რეკომენდაციები თანამშრომლებისათვის, იმისათვის რომ შექმნან არაძალადობრივი გარემო. დოკუმენტში წერია:

„დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოს. სტანდარტის ინდიკატორები:

ა) დაწესებულების თანამშრომლები პროგრამის ფარგლებში იცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციას;

ბ) დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა) ნიშნების ამოცნობა;

გ) დაწესებულების თანამშრომლები იცნობენ კანონმდებლობით დადგენილ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოქმედებენ აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;

დ) პროგრამაში ჩართული მხარეების ურთიერთობები ამ სტანდარტების მე-16 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისია;

ე) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას, ამკრძალავი სიტყვების, ტყუილისა და დაშინების ნაცვლად, იყენებენ პოზიტიურად ფორმულირებულ დებულებებსა და მართვის სტრატეგიებს;

ვ) დაწესებულების თანამშრომლები იცავენ თითოეული ბავშვისა და ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ განიხილავენ ბავშვს/ბავშვის ოჯახს მისი და სხვა ბავშვების თანდასწრებით; 

ზ) დაწესებულების თანამშრომლების დამოკიდებულება თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ არადისკრიმინაციულია;

თ) დაწესებულების თანამშრომლები უყურადღებოდ არ ტოვებენ ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური, განსხვავებული საჭიროებების, ასაკის და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ან ქცევას და ხელს უწყობენ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას; 

ი) დაწესებულების თანამშრომლები მუშაობენ მშობლებთან ბავშვთა უფლებების საკითხში, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.“ - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არ ექნებათ, 2024 წლიდან ბაგა-ბაღებში პედაგოგებად ვერ იმუშავებენ
პირები, რომლებსაც უმაღლესი განათლება სკოლ
წაკითხვა
ექიმის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, თუმცა რთულია
ექიმის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, თუმცა რთულია
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნ
წაკითხვა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს
ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს
წაკითხვა
საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სააგენტოს ვებგვერდზე მშობლებს სპეციალური ფორმების შევსების საშუალება დღეს პირველი საათ
წაკითხვა
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია
წაკითხვა
ბაგა-ბაღების სააგენტომ ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერა
ბაგა-ბაღების სააგენტომ ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერა
საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის გამოძი
წაკითხვა
თემურ თორდინავა: 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება
თემურ თორდინავა: 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება
2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება.
წაკითხვა
საკრებულოდან თბილისის მერიას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ხელფასების გადახედვას სთხოვენ
საკრებულოდან თბილისის მერიას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ხელფასების გადახედვას სთხოვენ
საკრებულოდან თბილისის მერიას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის ხელფასების გადახედვას სთხოვენ. 
წაკითხვა