საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
597

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს

გამოქვეყნებულია 2017-11-01 19:16:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს. 

საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის ინვესტიციით შეიქმნა, რომლის მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბიზნესგარემოს არსებობას - ასე შეაფასა გოლფის კომპლექსის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

„ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ამ პროექტში. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ კიდევ 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ნაგებობისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, გზების, ენერგეტიკული და საირიგაციო სისტემების ჩათვლით. ეს გოლფის კლუბი განლაგებული იქნება 57 ჰექტარზე. ეს ახალი ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში მოიზიდავს ტურისტებსა და გოლფის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტების ზრდის ტენდენციაზე და ისაუბრა ახალ მონაცემებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

„მხოლოდ ოქტომბერში საქართველომ მიიღო 607 000 ტურისტი, ანუ 80 000-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, რაც პროცენტულად 15.2%-იანი ზრდაა; ოქტომბერში 20%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდებიან. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 10 თვის სტატისტიკა - 6 430 000 ტურისტი, რაც უკვე აღემატება წინა წლის მთლიან სტატისტიკას. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 18%-ს - 1 016 000 ტურისტს; 28%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ჩერდებიან ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში - 665 000-ით მეტი ტურისტი, ვიდრე 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში. ეს კი არის შესანიშნავი საფუძველი ისეთი კურორტების ასაშენებლად, როგორიცაა ეს გოლფის ცენტრი. ჩვენ ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის, რომ ეს წარმატების ისტორია მიიპყრობს იმ ბიზნესმენთა ყურადღებას, რომლებიც მონაწილეობენ ესტონეთი-საქართველოს პირველ ბიზნესფორუმში, გაზრდის მათ დაინტერესებას საქართველოში არსებული შესაძლებლობებით და უბიძგებს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. მადლობას ვუხდი ბატონ ოსინოვსკის, რომელიც დგას ამ ინვესტიციების და იდეის უკან. გარდა ამისა, ბატონმა ოსინოვსკიმ განახორციელა 100 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელიც, მათ საყურადღებოდ, ვინც საქართველოში პირველად იმყოფება, წარმატების კიდევ ერთ ისტორიას წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოში არსებული ძალიან კარგი ეკონომიკური გარემოს ნათელი მაგალითი უწოდა კომპლექსის გახსნას ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. კერსტი კალიულაიდის შეფასებით, პროექტის ინვესტორი კომპანიები როგორც ესტონეთის, ისე საქართველოს მასშტაბებით, საკმაოდ მსხვილია, რომლებსაც კარგი საინვესტიციო გარემო სჭირდებათ.

„ეს გოლფის კლუბი ფინელმა არქიტექტორმა დააპროექტა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო წამოწყება, რაც ძალიან სიმბოლურია - ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რათა მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში. სწორედ ეს არის ამ პროექტის კიდევ ერთი მიმართულება”, - განაცხადა ესტონეთს პრეზიდენტმა. 

კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ეს არის დასაწყისი, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. 

„მე მაქვს საქართველოს ეკონომიკური მომავლისა და სამოქალაქო საზოგადოების რწმენა, ასევე მჯერა საქართველოს მისწრაფებების ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებით. ვუსურვებ წარმატებას ესტონურ და ქართულ ბიზნესებს და ქართულ სახელმწიფოს“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

გოლფის კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი ცნობილ ფინელ არქიტექტორს, „ტილანდერ გოლფ დიზაინის“ წარმომადგენელს, ლასსი პეკა ტილანდერს ეკუთვნის.

ცნობილი დიზაინერის ჯგუფის ბევრი პროექტი ევროპის კონტინენტზე საუკეთესო გოლფის კლუბების სიაში შედის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა